„ღია კარის დღის“ ფარგლებში N40 საჯარო სკოლის 2გ კლასში (მასწავლებელი: ნათია ჟორჟოლიანი) ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „ცისარტყელა“. ინტეგრირებული საგნები: ბუნება, ხელოვნება, მუსიკა (მასწავლებელი - ქეთევან გედენიძე).
გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა აქტივობები: ჯგუფური, წყვილებში და ბუკებში მუშაობა. გაკვეთილის ბოლო ნაწილში მოსწავლეებმა ფერადი ფურცლებით შექმნეს ცისარტყელას იმიტაცია.
გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ქალბატონი ლია კუხიანიძე, დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში - ია ჩინჩალაძე, მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები.