დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
6 წლის აუტისტი ბიჭუნას დაბადების დღეზე მთელი ქალაქი მივიდა
2015/03/16 16:10:24

6 წლის აუტისტი გლენ ბურატის დედა ეშლიმ დაბადების დღეზე მთელი კლასი დაპატიჟა. მიპატიჟებას არავინ გამოეხმაურა, მაგრამ მას მაინც ქონდა იმედი, რომ რამდენიმე კლასელი მაინც ესტუმრებოდათ. თუმცა წვეულებაზე არავინ მივიდა.

გულდაწყვეტილმა დედამ ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა და მეზობლებსა და მეგობრებს თავისი იმედგაცრუების შესახებ მოუთხრო. 

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ეშლიმ უამრავი მესიჯი მიიღო. უცნობმა ადამიანებმა დაბადების დღეზე მისვლის და თავიანთი შვილების მიყვანის სურვილი გამოთქვეს.

რამდენიმე საათში გლენის დაბადების დღეზე 25 ადამიანი მივიდა, მათ თან 15 ბავშვი ახლდათ და იუბილარს საჩუქრებიც მიუტანეს.

ერთ-ერთმა ქალბატონმა გლენს ახალი ველოსიპედიც კი აჩუქა. 

ადგილობრივი შერიფის აპარატის თანამშრომლებმა ფული ააგროვეს, საჩუქრები იყიდეს და დაბადების დღის წვეულებაზე პოლიციის ვერტმფრენით გამოცხადდნენ. 

 

წყარო: http://goodnews.on.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2698
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია