დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მომდევნო 2 თვე კომერციული გაზი არ გაძვირდება
2015/03/16 11:27:25

თბილისი (BPI) - მიმდინარე თვეში კომერციულ ორგანიზაციებს გაზის გაზრდილი ტარიფის გადახდა არ მოუწევთ. „ყაზტრანსგაზის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მარტში იურიდიული პირები 1000 კუბურ მეტრზე ისევ 750 ლარს გადაიხდიან და არა 900 ლარს, რომლის გადახდაც მათ გაზრდილი ტარიფის შემთხვევაში მოუწევდათ.

ამ საკითხზე განცხადება ეკონომიკის მინისტრმა კახი კალაძემაც გააკეთა. თუმცა  ვიცეპრემიერმა აღნიშნა, რომ კომერციული ორგანიზაციებისთვის ტარიფი არამხოლოდ მარტში, არამედ აპრილშიც არ გაიზრდება.

„ყაზტრანსგაზი“ გაზს დოლარში ყიდულობს, ამიტომ კომპანიის გაზრდილი ხარჯი, არა გაძვირებული ტარიფის, არამედ ლარის გაუფასურების შედეგია. შესაბამისად, დღეს კომპანიას  კუბურ მეტრში იმაზე მეტის გადახდა უწევს, ვიდრე ლარის გაუფასურებამდე. გამოდის, რომ „ყაზტრანსგაზი“ კომერციულ პირებისთვის ტარიფს საკუთარი მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ინარჩუნებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვს „ყაზტრანსგაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. „რაც შეეხება შემდეგ თვეებს, მინისტრმა გააკეთა ამაზე განცხადება, მაგრამ მე არ ვარ ინფორმირებული და არც უფლებამოსილი ამასთან დაკავშირებით, რომ კომენტარი გავაკეთო“,- აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა სარია.

კომერციული ორგანიზაციებსითვის გაზის ტარიფის გაძვირების შესახებ თებერვალში გახდა ცნობილი. იურიდიულ პირებს სპეციალური განაცხადი მიუვიდათ, სადაც აღნიშნული იყო, რომ 1 მარტიდან 1000 კუბურ მეტრ გაზში 750 ლარის ნაცვლად 900 ლარს გადაიხდიდნენ.

საქართველოში გაზის ერთადერთი შემომტანი აზერბაიჯანული კომპანია „სოკარია“, რომელიც შემოტანილ პროდუქციას საქართველოს მასშტაბით ანაწილებს. გაზს „ყაზტრანსგაზ - თბილისს“ სწორედ სოკარი აძლევს.

 

წყარო: http://www.bpi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2376
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია