დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქალი, რომელსაც 5 მამაკაცის ცემისთვის 28 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
2015/03/14 12:55:53

კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, 37 წლის თეა სირაძე სასჯელს ქალთაკოლონიაში იხდის. 4 შვილის დედა ირწმუნება,რომ გისოსებს მიღმა 5 ინდოელი მამაკაცისცემის გამო აღმოჩნდა. 

უკვე 6 წელია, ციხეშია გამოკეტილი. 2010 წელს იგი თბილისშიდააკავეს. თეასთვის წაყენებული ბრალდებასაკმაოდ მძიმე იყო: 

ადამიანის გატაცებაში,ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაშიედებოდა ბრალი. 

სასამართლომ ახალგაზრდაქალი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედცნო და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით,

უმძიმესი განაჩენი გამოუტანა -28 წლითთავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. 

თავადბრალდებული საქმის კვალიფიკაციას დღემდეარ ეთანხმება. ამბობს, რომ ინდოელი მამაკაცებისგან ის თავს იცავდა. 


თეა სირაძე: 
- 5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს. მაშინ სასამართლომ 28 წელი მომისაჯა. ამნისტიის წყალობით, ეს წლები ჩამომაკლდა, სასჯელთა შეკრებითობაც გაუქმდა და საბოლოოდ, 13 წელი უნდა მოვიხადო. მართალია, ჩემს ბრალში აღნიშნულია, თითქოს გავიტაცე ინდოელები ფულის გამოძალვის მიზნით და ჩავიდინე ხულიგნობაც, მაგრამ ამ ბრალს არ ვეთანხმები. ინდოელებს ჩემი მეგობრის ვალი ჰქონდათ, მე მათ ამ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. 4. 500 დოლარი ჩემს მეგობარ გოგონას ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები.

 

უცხოეთში გასასვლელ ვიზებზე მუშაობდნენ, ფული წაიღეს და უკან აღარ უბრუნებდნენ. მეგობარმა შემომჩივლა, - შენი ფული მათ მივეცი და გადამაგდეს, ფულს აღარ მიბრუნებენო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მათთან შეხვედრა. მოვთხოვე, თანხა დაებრუნებინათ. თავიდან უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ 10 დღეში მომცემდნენ კუთვნილ თანხას. იმ დღეს ვარკეთილში ამ ფულის წამოსაღებად მივედი. სახლში 5 ინდოელი დამხვდა. ძალიან უხეშად მომმართეს, აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იგინებოდნენ. ფაქტობრივად, იმ დროს მათგან თავს ვიცავდი. ხუთივე ბიჭს მაგრად ვცემე. რა მექნა, თავი ხომ უნდა დამეცვა?

 

ციხეში როცა იგებენრომ 5 ბიჭს სცემერას ამბობენ? 
- აქ ყველამ იცის, ვინ რა დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. ამას ღიმილით უყურებენ. მე ის ქართველი ქალი ვარ, ვისაც თავის დაცვა შეუძლია და ამით კმაყოფილი ვარ. ცუდი განწყობით აქ არავინ არის ჩემ მიმართ. როგორც პატარა ოჯახი, ისე ვართ ყველა ერთმანეთთან, ყველას ერთმანეთის სატკივარი გულთან მიგვაქვს. უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. იგებ ადამიანის ტკივილს. როცა ვინმე უდოთი ან შეწყალებით გადის, ყველას უხარია. რაც მეტი პატიმარი გადის, უფრო მეტად გემატება იმედი, ფიქრობ, რომ შენც გეშველება და ოდესღაც გახვალ აქედან. ამ დროს მოთმინებით უნდა დაელოდო და ყველაფერი კარგად იქნება.

 


ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს დაპატიმრებას?
- ჩემი მშობლები ძალიან გულნატკენი არიან. ერთადერთი, რაშიც ვარ დამნაშავე, ისაა, რომ როცა მათ ვცემდი, არ უნდა დამვიწყებოდა, რომ 4 შვილი მყავდა მოსავლელი. ჩემი უფროსი შვილი ახლა 20 წლის არის, შემდეგი - 12, 8 და 7 წლის. მათ დედაჩემი ზრდის და ჩემი მეუღლე ეხმარება. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ დედაჩემს გული ვატკინე. დედაჩემის შვილი არ უნდა იჯდეს ციხეში, რადგან მართლა კარგი დედა მყავს.

 



ოჯახი ხშირად გაკითხავთ?
- თვეში სამჯერ მოდიან ჩემი შვილები. ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ შევეგუე. თავიდან, როცა დამაკავეს, პირველი 3 წელი ოჯახის წევრებს მხოლოდ შუშის მეორე მხრიდან ვხედავდი. ეს იყო ძალიან მძიმე ასატანი, რადგან მათთან მიახლოების საშუალება არ მქონდა. ეს პერიოდი მართლა ჯოჯოხეთი იყო. წარმოიდგინეთ, მინიდან ვზომავდი ჩემს შვილებს და ვაკვირდებოდი, როგორ გაიზარდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ეს ჯოჯოხეთური წესი გაუქმდა. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა საკუთარ შვილს ეხუტები. მაშინ წამიერად გავიწყდება, რომ ციხეში ხარ. ძალიან ცუდია, ჩემი შვილები უდედოდ რომ იზრდებიან. ეს საშინელი ტკივილია შვილებისთვისაც და ჩემთვისაც. ჩემი შვილები სამწუხაროდ, ისე გაიზარდნენ, რომ მე არ ვიცი, მათ რა უყვართ, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის, დანარჩენი ალბათ მოგვარდება.

 


გაპატიეს შვილებმა? 
- არ ვიყავი ისეთი დედა, რომ შვილებს არ ეპატიებინათ ჩემთვის. სამარცხვინო მუხლით არ ვზივარ აქ და ეს ცოტათი შვებას მგვრის. ჩემმა ბავშვებმა იციან, რომ ჰყავთ სპორტსმენი დედა, მომიხდა ჩხუბი და მოვხვდი აქ. 

 

 

წყარო:თეა ხურცილავა, ჟურნალი „გზა“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია