დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სავალდებულო ავტოდაზღვევის ამოქმედებით ბიუჯეტი 7- 9 მილიონი ლარით შეივსება
2015/03/12 12:36:17

სავალდებულო ავტოდაზღვევის პირველი ეტაპის წელს ამოქმედებით, სახელმწიფო წელიწადში დაახლოებით, 7-9 მილიონი ლარის მოგებას ნახავს.

 

„საქართველოს დაზღვევის ასოციაციის" მიერ შემუშავებული კანონპროექტი, სავალდებულო ავტოდაზღვევის ამოქმედებას 2 ეტაპად განიხილავს, რომლის პირველი ნაწილის ამოქმედება წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს, ხოლო მეორე ნაწილი - კი 2017 წლიდან.


„საქართველოს დაზღვევის ასოციაციის" ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან" აცხადებს, რომ პირველი ეტაპი გულისხმობს სატრანზიტო ნაკადის დაზღვევას, ისევე როგორც ეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანშია. მისი თქმით, ეს სისტემა საინვესტიციო თვალსაზრისით სადაზღვევო სფეროს ბევრად უფრო მიმზიდველს გახდის, შემოვა დამატებითი ვალუტა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას წინ წასწევს.


ხეჩინაშვილი ვერ აკონკრეტებს სავადებულო დაზღვევის რა ნაწილი შეიძლება მოდიოდეს სატრანზიტო ნაკადების დაზღვევაზე, თუმცა აცხადებს, რომ ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.


კანონპროექტის მიხედვით, მეორე ეტაპი, საყოველთაო, ყველასთვის სავალდებულო ავტოდაზღვევას გულისხმობს, რომლის ამოქმედებაც კანონპროექტში 2017 წლიდანაა ჩადებული.


ხეჩინაშვილის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა ეხლაც მიმდინარეობს და თუ ყველაფერი კარგად იქნა, შესაძლებელია მისი განხილვა პარლამენტში შემოდგომაზე მოხდეს.


სავალდებულო ავტოდაზღვევა 2015 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტამდე ვერ მივიდა. მთავრობის გადაწყევტილებით, სავადებულო დაზღვევის ამოქმედება 2017 წლამდე გადავადდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2431
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია