დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
20 000-მდე პირს 1 მილიარდი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება
2015/03/11 11:48:02

20 000-ზე მეტ გადამხდელს მთლიანობაში 1 მილიარდი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება,-ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

 

„ბიზნესის მხარდასაჭერად სამინისტროს მიერ ინიცირებული პაკეტის თანახმად, გადასახადის 20 000-ზე მეტ გადამხდელს ჩამოეწერება საგადასახადო დავალიანება, მთლიანობაში ერთი მილიარდი ლარი. აღნიშნულის მიზანია ბიზნესის მხარდაჭერა და კერძოდ, იმ გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც წლების განმავლობაში დაგროვილი აქვთ საგადასახადო დავალიანება და რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ განაგრძონ ბიზნეს აქტივობა, შეეძლებათ სუფთა ფურცლიდან გააგრძელონ საქმიანობა.

 

3 612 გადამხდელს უკვე ჩამოეწერა დავალიანება. ჩვენს მიერ გაცხადებული 1 მილიარდი ლარი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, სისტემური ან ინდივიდუალური მომართვის საფუძველზე",-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

 

წყარო: http://ipress.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია