დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთი ღამე და ბევრი ყაჩაღობა
2015/03/09 16:20:55

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული ზურაბ გ. და 1988 წელს დაბადებული გიორგი კ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 2015 წლის 7 და 8 მარტს, თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე "ვისოლი"-ს, "გამა-გაზი"-ს, "რომპეტროლი"-ს და "სოკარი"-ს ბენზინგასამართ და გაზგასამართ სადგურებსა და სავალუტო ჯიხურში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მუქარით ოპერატორებს სხვადასხვა ოდენობის თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები თბილისში დააკავეს. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით).

 

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია