დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დააცადეთ, ბიჭი სამყაროს შეცნობის ასაკშია - საინტერესო რჩევები ბიჭების მშობლებს
2015/03/09 15:51:04

1. ასწავლეთ გრძნობების სიტყვებით გადმოცემა


ბავშვი შეიძლება სიბრაზისგან ყვიროდეს, სიმორცხვისგან იმალებოდეს, მღელვარებისგან იკბინებოდეს და შიშისგან ტიროდეს. აჩვენეთ სხვა ადამიანები, რომლებსაც იგივე პრობლემა აწუხებთ, მაგრამ სხვაგვარად გამოხატავენ. იმსჯელეთ მასთან საკუთარ ემოციებზეც. როცა გაიზრდება, ზღვარის დაცვა და ემოციებთან გამკლავება არ გაუჭირდება.

2. მიაჩვიეთ თავისი ნივთების მილაგებას

საკუთარი ტანსაცმლის მოწესრიგებას, წინდების გარეცხვას, ფეხსაცმლის გასუფთავებას. შეიძლება თქვენ ამით შრომა არ შეგიმსუბუქდეთ, სამაგიეროდ, ერთხელაც მომავალი რძლისგან ბევრ მადლობას მიიღებთ.

3. უკითხეთ და იკითხეთ მასთან ერთად
კარგი მკითხველი მშობლის მუხლებზე იზრდება. უნდა დაინახოს, რომ თქვენც კითხულობთ. აუხსენით, რისთვის არის საჭირო წიგნები. იმსჯელეთ წაკითხულზე. უწიგნური მამაკაცი ნამდვილად არ არის სამაგალითო.

5. წაახალისეთ საცეკვაოდ
მუსიკა, რიტმი და ცეკვა უნივერსალური ენაა და ყველასთვის გასაგები. სხეულის თავისუფლად ფლობა კი ჰარმონიული განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ხშირად ეცეკვეთ და შეაქეთ მისი ელეგანტური პა.

6. წინ ყოველთვის კარგი ადამიანების მაგალითები უნდა ჰქონდეს
გარემოცვა ბევრს ნიშნავს. ჭკვიანი, მამაცი, ძლიერი, პატიოსანი და ნიჭიერი ადამიანების გვერდით ტრიალი მის მომავალ მამაკაცურ თვისებებზე ძალიან ღრმა კვალს დატოვებს. თუ ასეთი ადამიანები არ ჰყავს, მაშინ თქვენ უამბეთ სასახელო ადამიანების სახელოვან საქმეებზე. თან არა მხოლოდ მამაკაცებზე, ქალებზეც. 

7. ასწავლეთ კარგი მანერები
მადლობა, ბოდიშის მოხდა, ქალის პატივისცემა, სუსტისთვის დახმარების გაწევა. 

8. აუხსენით, რომ ზოგჯერ ძალიან ნაზი უნდა იყოს 
პატარა ბავშვებთან, ცხოველებთან, გოგონებთან...

9. ნუ დაუშლით იმ ნივთების გაფუჭებას, რასაც ადრე თუ გვიან მაინც გააფუჭებს

ნუ გაიფუჭებთ ხასიათს, როცა ტალახში ამოსვრილს, სახემოთხუპნულს და მაისურშემოხეულს ნახავთ. ეს უიმედო ბრძოლაა. აცადეთ, ბიჭი სამყაროს შეცნობის ასაკშია, ხან ხეზე ავა, ხან სიმაღლიდან ჩამოხტება, ხან წაიქცევა. ეს ბუნებრივია.

10. ასწავლეთ წაგება

აუხსენით, რომ ვერც თამაშში და ვერც ცხოვრებაში ყოველთვის გამარჯვებული ვერ გამოვა.
შეეგუოს წაგებას, მაგრამ დაელოდოს შანსს და იბძოლოს მომავალი მოგებისთვის, ეს მნიშვნელოვანი უნარია. ამისთვის ყველაზე ეფექტური სამაგიდო თამაშებია. 

11. ასწავლოს მამამ, რა არის ყველაზე მთავარი 

თუ მამა ადრეული ასაკიდანვე იქნება ჩართული მის აღზრდაში, შვილს სწორი წარმოდგენა ჩამოუყალიბდება: მამამ ყველაფერი იცის. თქვენ ყველაზე საყვარელი ხართ, მაგრამ მამა საერთოდ განსხვავებულია, რომელსაც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი.

12. მიეცით ენერგიის დახარჯვის საშუალება
დოლი, მოკრივის მსხალი, წყალი ან ძაღლი - მიეცით ამთგან რომელიმე და მასზე ”გაგიჟდება”. წინააღმდეგ შემთხვევაში რაიმეს თქვენი ნივთებიდან შეარჩევს, ეს კი შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ. 

 

 

წყარო: http://mshoblebi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია