დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხახვის სხვა, 15 დაუჯერებელი საოჯახო დანიშნულება
2015/03/09 10:06:05

ხახვი არის ჩვენთვის ყველაზე საყვარელი საკვები, რომელსაც ყველა კერძში ვიყენებთ! იცით თუ არა, რომ სახლში სხვა მრავალი დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ის? ლითონების გაპრიალებიდან – მწერების ნაკბენების დასაამებლადაც კი… აღმოაჩინეთ ხახვის სხვა 15 დაუჯერებელი საოჯახო დანიშნულება.

 

მოიშორეთ მწერები

შეგიძლიათ ხახვი კანზე ან ტანსაცმელზე წაისვათ და თქვენ მწერები აღარ შეგაწუხებენ.

 

დაილბეთ ყელი

თუკი თქვენ ყელი დაგეღალათ (სიმღერა, ხველება და სხვა) მოამზადეთ ხახვის წვენი. ერთი ჩაის ჭიქა წყალში მოხარშეთ ნახევარი ხახვის კანი და მიირთვით.

 

მოიშორეთ კოჟრი ფეხიდან

დაიდევით სუფთა ხახვის ნაჭერი კოჟრზე და ლეიკოპლასტით მიიკარით. დატოვეთ 1 საათის განმავლობაში. ნახავთ, რომ კოჟრს გაცილებით ადვილად მოიცილებთ.

 

გააპრიალეთ ლითონები

წვრილად გახეხილი ხახვი აურიეთ ცოტა წყალში. გამოიყენეთ მშრალი პირსახოცი, დადევით ზედ მიღებული ნარევი და გაწმინდეთ კარგად ლითონი, ვიდრე სასურველ სიპრიალეს არ მიაღწევს.

 

განკურნეთ მწერის ნაკბენი

თუკი მწერის ნაკბენი ძალიან გაწუხებთ, შეგიძლიათ წაისვათ ხახვი. ტკივილი და ქავილი ძალიან მალე გაგივლით.

 

გაწმინდეთ გრილი

გაჭერით შუაზე ხახვი და გაუსვით გრილს. შემდეგ აანთეთ გრილი და ჩანგლის დახმარებით წაუსვით ხახვი გარშემო, რომ გაიწმინდოს.

 

მოიშორეთ ჭიანჭველები

თუკი ჭიანჭველები ხშირად “იპარებიან” თქვენს სახლში, მაშინ ერთ საინზე დაჭრილი ხახვი დატოვეთ ოთახში და ხახვის სუნი მათ ოთახს არ მიაკარებს.

 

დაამზადეთ საღებავი

შეაგროვეთ ხახვის კანი და ერთ ქვაბში ხარშეთ 20 წუთი. წყალი რომელიც დარჩება არის ძალიან კარგი საღებავი, რომელიც შეგიძლიათ ქაღალდის საღებად გამოიყენოთ.

 

მოაშორეთ სუნი დამწვარ ბრინჯს

თუკი ბრინჯი დაგეწვათ, ღუმელში შედევით ნახევარი ხახვი და ის მთელ ცუდ სუნს შეიწოვს.

 

შეღებეთ სააღდგომო კვერცხები

გაახვიეთ სააღდგომო კვერცხები ხახვის კანში, შემდეგ ჩააწყვეთ მდუღარე წყლიან ქვაბში და მოხარშეთ. მიიღებენ ლამაზ ნარინჯის ფერ შეღებილ კვერცხებს.

 

შეუნარჩუნეთ ფერი ავოგადოს

ავოგადო და წითელი ხახვი ერთად ჩააწყვეთ სანახში. ხახვი ავოგადოს დაიცავს რომ ყავისფერი ფერი მალე არ მიიღოს.

 

გააქარწყლეთ ოთახში საღებავის სუნი

თუკი თქვენი სახლი ახალი გაღებილია და სუნმა შეგაწუხათ, ერთ თასზე წყალთან ერთად მოათავსეთ ხახვი და დატოვეთ მთელი ღამე. ნახავთ რომ მეორე დღეს არასასურველი სუნი გამქრალი იქნება.

 

გაწმინდეთ დაჟანგული დანა – ჩანგალი

ჩაარსვეთ ჟანგიანი დანა უმ ხახვში და ცოტა გახეხეთ, ნახავთ თუ როგორ მოშორდება ჟანგი.

 

მოიშორეთ არასასურველი ცხოველები

თუკი თქვენ ქალაქგარეთ ცხოვრობთ და კატები, ლოკოკინები და სხვა პატარა ცხოველები, გაწუხებენ, ხახვის ნაჭრებს თქვენი ეზოს გარშემო მიმოფოანტეთ და ისინი თქვენი ეზოდან შორს დაიჭერენ თავს.

 

დაიამეთ დამწვარი ადგილი

წაისვით ხახვი დამწვარზე ვიდრე ტკივილი არ გაგივლით. ხახვს ასევე ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია და ის დამწვრობას ინფექციისაგანაც დაიცავს.

 

წყარო: http://www.feme.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია