დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დარაბებს შიგნითაც გაზაფხულია
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
2015/03/06 12:00:01

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილები ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში  შემოქმედებითი  დღესასწაულია

 

ისე ადრე და ისე თამამად მოვიდა წელს გაზაფხული ქუთაისში, ქუჩებში ვეღარ დაეტია,  ყველა კარი და სარკმელი შეაღო.

 

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის  ძველი, სქელი კედლების მიღმაც ნამდვილი გაზაფხულია- კიბეს აივლით და  ცისარტყელას ფერებად აფეთქებული ნატვრის ხე გეგებებათ, დიდი კედელი ათასფერ ყვავილებს მოუჩითავს...

 

სკოლის ბიბლიოთეკის ვრცელი და ნათელი დარბაზის ერთ კუთხეში მთლად გადარეულა გაზაფხული - ცქრიალა გოგონები  ჯადოქრებივით,  უბრალო, ფერად ფურცლებს იებად, კესანებად, გვირილებად, პეპლებად, მერცხლებად ...აქცევენ. იქვე არიან მათი ოსტატებიც- მესამე სკოლის „ხელოვნების ქურუმები“-  მადონა მხეიძე და მაია ჩიკვაიძე.

 

სწორედ ამ ქალბატონების დამსახურებაა ბავშვებს, ასაკის მიუხედავად, ასე რომ უყვართ ხელოვნება, მათი ფარული ნიჭის და მისწრაფებების გამოვლენაც. სკოლის დირექტორის, თამაზ ჭაბუკიანის შეფარული რომანტიკულობაც არაერთხელ გამხდარა შთაგონების  თუ ინსპირაციის წყარო მოსწავლე-მასწავლებელთათვის.

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილები მესამე სკოლაში  შემოქმედებით დღესასწაულებად არის ქცეული. სხვადასხვა მასალით, განსხვავებული ტექნიკით შესრულებული მოსწავლეთა ნამუშევრები ათბობს და ალამაზებს სკოლის კედლებს.

 

ფანტაზიის და  მარჯვე ხელების წყალობით აქ არაერთი საინტერესო, ორიგინალური გამოფენა გამართულა და საკმაოდ მაღალი სტუმრების გულწრფელი აღტაცებაც დაუმსახურებია. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2733
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია