დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყურადღება - ცვლილებები აბიტურიენტთა ცნობარში!
2015/03/04 10:53:15

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით აბიტურიენტთა ცნობარში შევიდა რამდენიმე ცვლილება:

 

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ 2015 წლის 25 თებერვალს, შპს სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) საგანმანათლებლო პროგრამებს მიანიჭა აკრედიტაცია. შესაბამისად, დაწესებულების მიერ წარმოდგენილ ანკეტა-კითხვარში ასახული ყველა პროგრამა აკრედიტებულია და ჩარიცხულებზე ვრცელდება სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი.

 

ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 2015 წლის 23 თებერვალს გაუუქმა ავტორიზაცია, შესაბამისად, აღნიშნული სასწავლებელი ამოღებულია 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საინფორმაციო ცნობარიდან.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა “მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი” არის აკრედიტებული (და არა ავტორიზებული) და ჩარიცხულებზე ვრცელდება სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი – უნივერსიტეტის მიერ მოწოდებულ ანკეტა-კითხვარში გაპარული იყო უზუსტობა და ნაცვლად აკრედიტებულისა ეწერა “ავტორიზებული”.

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია