დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქვეითთა მხარდასაჭერი აქცია ხუთ ქალაქში
2015/02/28 12:22:38

28 თებერვალს ორგანიზაციის,  „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“, ინიციატივით, საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში (პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე), ქუთაისში (წმ. ბარბარეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე), ზუგდიდში (ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე) გორში (იუსტიციის სახლთან) და თელავში (თეატრის წინ) საგზაო უსაფრცხოების აქცია გაიმართა.

 

აქციის მონაწილეებმა შეახსენეს ხელისუფლებას, რომ უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვეითებისთვის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია. ხოლო მძღოლებს მოუწოდეს, გზა დაუთმონ ქვეითებს ქვეითთა გადასასვლელზე.

 

აქციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. მათ ქუთაისსა და საჩხერეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ახალგაზრდების დაღუპვა ამ ფორმით გააპროტესტეს.

 

აქციის სლოგანი იყო „ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო ქვეითებისთვის და მძღოლებისთვის!“ და მას მხარს ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერდა.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2229
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია