დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოს გამგეობამ 87 წლის ჟენია ბებოს სახლი აუშენა
2015/02/28 19:53:18

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში მცხოვრები 87 წლის ჟენია ჯიშკარიანისათვის მყუდრო და კომფორტული სახლის აშენების გადაწყვეტილება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა მიიღო.



მიუსაფარი, მარტოხელა მოხუცის ერთი შეხედვით დაჟინებული და შორეული ოცნება, ახალმოსახლეობა, რეალობად იქცა, რეალობად, რომელსაც სიკეთის კეთება, გულისხმიერება და ადამიანური თანაგრძნობა ჰქვია.


,, მშენებლობის დაწყებამდე საჭირო გახდა, მოხუცისათვის კუთვნილი მიწის დარეგისტრირება, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, სახლის უმოკლეს ვადაში აგებას წლევანდელი ზამთრის კარგმა ამინდებმაც შეუწყო ხელი... მოკლედ ყველაფერი გაკეთდა, რათა ათეული წლების მანძილზე ვაგონში მცხოვრები ქალბატონისათვის, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი დაღუპულები ჰყავს და შრომისუუნაროა ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები შეგვექმნა– განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონტანტინე მამისეიშვილმა. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის სოციალური პროექტების განხორციელება მომავალშიც არის დაგეგმილი.



ჟენია ჯიშკარიანს ახალმოსახლება მიულოცა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ - „როგორც კი ჩამოვედი იმერეთში, პირველი გასვლა იმ დღესვე მქონდა საჩხერეში. ეს გასვლები იქნება სისტემატური, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, სოციალურად დაუცველ ადამიანთა დახმარება და თანადგომა. ჩვენი დღევანდელი ერთადყოფნა ზუსტად ამის მაგალითია. მსგავსი ღონიძიებები იქნება ყველა რაიონში. სოციალურად დაუცველი ადამიანების თანადგომა, არის ჩვენი მთავარი საზრუნავი“ - აღნიშნა ბატონმა გივი ჭიჭინაძემ.



ჟენია ჯიშკარიანი სამხარეო ადმინისტრაციის პირველმა პირებმა მაცივრით დაასაჩუქრეს, სტუმრებმა ეზოში სიმბოლურად დარგეს ხეხილის ნერგები.



ცხოვრებისაგან გატეხილმა, მარტოობისა და უსახსრობის ტვირთით დამძიმებულმა ჟენია ბებომ გულითადად დალოცა ყველა ის პირი, რომელთა უშუალო მონაწილეობით შესაძლებელი გახდა ახალი სახლის აშენება. იქ მყოფი ადამიანები მადლიერების ერთგვარი ზეიმის თანამონაწილეები გახდნენ, მადლიერების, რომელსაც მადლი ამრავლებს...




წყარო:,,Tskaltubos municipalitetis gamgeoba official'' - See more at: http://aianews.ge/index.php?newsid=2224#sthash.jEagWN0J.dpuf

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2245
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია