დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ გავითეთროთ კბილები ბუნებრივი მეთოდებით
2015/02/27 12:07:57

ყველას მოსწონს თეთრი და მბრწყინავი ღიმილი, მაგრამ რის ფასად? ლაზერული ჩარევებით თუ სკალერის აპარატით გაწმენდით? ყოველი სეანსის შემდეგ რომ იმატებს მგრძნობელობა და თხელდება ემალი. ლამაზი ღიმილი რომ ქალის სავიზიტო ბარათია, არაერთხელ გვსმენია სხვადასხვა რეკლამებიდან თუ სტატიებიდან. სწორედ ამიტომ, ჩვენ გასწავლით, რამდენიმე ხერხს, როგორ მიაღწიოთ სასურველ შედეგს სტომატოლოგისა და შხამქიმიკატების დახმარების გარეშე.

 

 

1.      ჭამეთ ხრაშუნა ბოსტნეული - ყველაზე უსაფრთხო და კარგი წესია, მიიღოთ ბოსტნეული. ის დაგეხმარებათ კბილები გაჯანსაღებაში და ლაქების მოშორებაში. მიიღეთ კიტრი, ბროკოლი, ნიახური, სტაფილო და სხვა. მიირთვით ბევრი ყველი. კვლევები ადასტურებს, რომ  ყველი ეხმარება კბილების ემალს მინერალიზაციაში და ხელს უშლის კარიესს წარმოქმნაში. ასევე არ დაიზაროთ რძისა და იოგუტის მიღებაც, ისინი შეიცავენ ფოსფორსა და კალციუმს, რაც ქათქათა ღიმილსა და ჯანსაღ კბილებს უზრუნველყოფს.

 

2.      მარწყვის კბილის პასტა - ეს  კბილის პასტა არა მხოლოდ გაგითეთრებთ კბილებს, არამედ ტკბილ და სასიამოვნო გემოსაც დაგიტოვებთ. მის მოსამზადებლად დაგვჭირდება  3-4 ცალი მოზრდილი მარწყვი, 0,5 ჩაის კოვზი ზღვის მარილი და 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. მარილსა და სოდას  დავაწურავთ მარწყვის, შემდეგ კი ძალიან წვრილად ჩავაჭრით.  როდესაც ერთმენეთში კარგად ავურევთ და კბილის პასტის მსგავს მასას მივიღებთ, შეგვიძლია დავიდოთ კბილებზე და 5 წუთი გავიჩეროთ. გაითვალისწინეთ მარწვი სასიამოვნო არომატისა და გემოს გარდა ც ვიტამინსაც შეიცავს.

 

 

3.      ლიმონისა და სოდის კბილის პასტა- ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია, მაგრამ მისი ყოველდღე გამეორება რეკომენდირებული არ არის. იმისათვის, რომ მოვამზადოთ კბილის პასტა, დაგვჭირდება რამდენიმე ჩაის კოვზი საჭმელი სოდა(ნატრიუმის ბიკარბონატი), ახალი ლიმონი ან წყალი.

 

სოდას მოვათავსებთ ქილაში დავამატებთ ლიმონის წვენს იქამდე, სანამ არ გახდება ისეთი მასა, როგორცი კბილის პასტებია. კბილის ჯაგრისის მეშვეობით დავიდებთ კბილებზე და გავაჩერებთ მაქსიმუმ ერთი წუთი, რათა ემალი არ დავაზიანოთ. თუ თქვენ გამოიყენეთ წყალი და არა ლიმნის წვენი, შეგიძლიათ 3 წუთით გაიჩეროთ ხელთნაკეთი კბილის პასტა.

 

4.      ლიმონი - მის სასარგებლო თვისებებზე, ალბათ, ბევრი გსმენიათ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორი სითეთრის მოტანა შეუძლია თქვენი კბილებისათვის. ლიმონის წვენით კბილების გათეთრება არც ემალის დაზიანებას იწვევს და არც მის დაშლას. ეს პროცედურა შეგიძლიათ რამდენჯერმე გაიმეოროთ კვირაში და სასურველ ფერამდე მიიყვანოთ კბილები. ასევე შეგიძლიათ ლიმონის ცედრა (ეს არის ლიმონის ქერქის თეთრი ფენა) სცადოთ.

 

5.      ბანანის ქერქი- წარმოიდგინეთ ამ ერთი შეხედვით უწყინარ და უსარგებლო საგანს სასურველი შედეგის მოცემა შეუძლია თქვენთვის. თუ დილით კბილებს ბანანის ქერქით გავიწმინდავთ რამდენიმე დღეში შედეგს აუცილებლად დავინახავთ. ამასთანავე, ეს პროცესი არც ისე მავნებელია კბილის ემალისათვის, როგორც სოდით გაწმენდა. ასევე კარგია ქოქოსის ზეთი, რომელიც კბილების გახეხვამდე 5-10 წუთით ადრე უნდა „დაიგუბოთ“ პირის ღრუში და მაქსიმალურად ეცადოთ ყველა კბილს შეეხოს. 5 წუთის შემდეგ გადააქცევთ და კბილებს გაიგეხთ.

                                                                                                                                                              

 თუ ამ 5 ვარიანტიდან ერთს მაინც გამოიყენებთ, თქვენ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ და არც ემალს დაიზიანებთ წყალბადის ზეჯანგით გახეხვის მსგავსად.


მოამზადა ია ასათიანმა

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3852
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია