დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ესეების კონკურსი ადამიანის უფლებათა თემაზე
2015/02/27 11:29:32

2015 წლის 26 თებერვალს, სახალხო დამცველის ოფისში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით,  ადამიანის უფლებების თემაზე ესეების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართა. 

 

კონკურსში სამოქალაქო განათლების პროგრამის  ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში დაფუძნებული სამოქალაქო კლუბების წევრები მონაწილეობდნენ.   ფინალში კომპეტენტური ჟიურის წინაშე ესეები თავად ავტორებმა წარადგინეს . ჟიურის წევრებმა –  სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის რწმუნებულმა მადონა ბასილაძემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმადგენელმა თამარ ნიკოლეიშვილმა, ტელეკომპანია ,,რიონის'' დილის გადაცემის წამყვანმა ნინო ნებიერიძემ და ახალგაზრდული პარლამენტის წევრმა შაკო ჭონიშვილმა სამი გამარჯვებული გამოავლინეს.

 

 

გამარჯვებულებს საჩუქრად დიპლომები და წიგნები გადაეცათ. ასევე წიგნები გადასცა საჩუქრად თავის რჩეულს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მადონა ბასილაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2233
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია