დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტარტი ტატენი: შეცდომა, რომელიც უგემრიელეს ნამცხვრად იქცა
2015/02/22 17:22:38

იყო და არა იყო რა...

 

image
XIX საუკუნის ბოლოს, საფრანგეთში, სოლონის რეგიონში ცხოვრობდა ორი და, კაროლინა და სტეფანი ტატენები. ჰქონდათ პატარა, მაგრამ იმ მხარეში საკმაოდ პოპულარული სასტუმრო-რესტორანი, რომელიც მატარებლის სადგურთან ახლოს მდებარეობდა. უფროსი, კაროლინა კლიენტებს ემსახურებოდა, ხოლო უმცროსი, სტეფანი, რომელიც ჩინებული კუკლინარი იყო, სამზარეულოში ტრიალებდა. კლიენტებს განსაკუთრებით მოსწონდათ ტატენების რესტორანში გაკეთებული კარამელიზებული ვაშლის ნამცხვარი.

 

image

 


ერთხელაც, დაბნეულმა სტეფანიმ ნამცხვრის ფორმაში კარამელიზირებული ვაშლის ნაჭრები ისე ჩაალაგა, რომ ცომის ჩაფენა დაავიწყდა. და აი, სწორედ აქ დაიბადა იდეა! გამოცდილმა მზარეულმა ვაშლებს ცომი თავზე გადააფარა და გამოსაცხობად ასე შედო.

 

ნამცხვარი ისეთი უცხო და გემრიელი გამოვიდა, რომ თვალსა და ხელს შუა გაქრა... ასე გაჩნდა, დღეს უკვე საფრანგეთის ნაციონალურ სიმბოლოდ ქცეული ტარტი ტატენი (Tarte Tatin ), რომელსაც, როგორც მიხვდით, სახელი დაბნეული სტეფანისა და მისი დის საპატივცემულოდ ეწოდა.

ახლა კი შემოგთავაზებთ ამ "შეცდომის" რეცეპტს.

რაოდენობა გათვლილია 26 სმ. დიამეტრის მრგვალ ყალიბზე.

პირველ რიგში, მოზილეთ ჩვეულებრივი ფხვიერი ცომი:

150 გ. კუბიკებად დაჭრილი კარაქი (ან მარგარინი), ოთახის ტემპერატურის, 
100 გ. შაქარი, 
1 კვერცხის გული, 
2 ს.კ. წყალი
ვანილი
ფქვილი დაახლოებით 250 - 300 გ. (შეიძლება მეტიც დაგჭირდეთ).

ყველაფერს აურევთ. როგორც კი ერთგვაროვან ცომს მიიღებთ, ჩადებთ ცელოფანში და გააჩერებთ მაცივარში 30 წუთით.


შეუდექით ვაშლის მზადებას.

1 კგ ტკბილი ჯიშის ვაშლი (განსაკუთრებით კარგია გოლდენი), 
150 გ. კარაქი, 
7 ს. კ. შაქარი, 
0.5 ჩ. კ. დარიჩინი.

გათალეთ და დაჭერით ვაშლი.

 

image

 

ყალიბში (რომელსაც შემდეგ გაზქურაში შედებთ) გაალღვეთ კარაქი 5 ს.კ. შაქართან და დარიჩინთან ერთად. ურიეთ დაახლოებით 5 წუთი, სანამ კარამელის ფერს არ მიიღებს.

 

image

 

ჩაალაგეთ წრიულად ვაშლის ნაჭრები, დააყარეთ დარჩენილი შაქარი და ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე 15 წუთით.

 

image

 

შემდეგ გადმოდგით და ცოტა გააგრილეთ. ზედმეტი კარამელი გადაწურეთ ცალკე თეფშზე და ზემოდან მომსასხმელად შეინახეთ.

ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, გააბრტყელეთ ყალიბის ზომაზე და დააფარეთ ვაშლებზე. გვერდები ყალიბში ჩაუკეცეთ. გაუკეთეთ ჩანგლით ნაჩხვლეტები (ერთმანეთისგან 2-3 სმ-ის დაშორებით).

 

image

 

შედეთ 220 გრადუსზე 40 წუთით.

ყალიბს თავზე დაადეთ ლანგარი და სწრაფად, თავდაყირა გადმოიტანეთ ნამცხვარი. შენახული კარამელი ხელახლა გაათბეთ და ზემოდან მოასხით.

image

 

image





ტარტი ტატენი სუფრაზე თბილი უნდა მიიტანოთ. კარგი იქნება თუ ვანილის ნაყინსაც დაადებთ.




მართალია, ტრადიციული ტატენი ვაშლით მზადდება, მაგრამ მისი შეცვლა სხვა ხილითაც მშვენივრად შეიძლება. შეგიძლიათ გამოიყენოთ გარგარი, ატამი, ქლიავი, მსხალი, ბანანი ... თქვენი გემოვნების მიხედვით.

 

imageimageimageimage

 

 

წყარო: http://intermedia.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2780
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია