დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაზა მეფარიშვილმა იმერეთის გუბერნატორის პოსტი დატოვა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/02/22 13:50:41

იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა, პოსტი დატოვა. მეფარიშვილი თანამდებობიდან გადადგომის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს, თუმცა, აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მიმდინარე პროცესების უკეთ წარმართვის მიზნით გადადგა.  მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე იგი შესაბამის კონსულტაციებს პრემიერ–მინისტრთან 6 თვის განმავლობაში გადიოდა. 


„ყოველი საქმე მოითხოვს განახლებას და შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებას. ბოლო 6 თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით, დავბრუნებოდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ არსებულ ვითრებაში მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არის დროული და ხელს შეუწყობს როგორც იმერეთის რეგიონის განვითარებას, ასევე - მიმდინარე პროცესების ეფექტურ წარმართვას. განვლილ პერიოდში ჩვენ შევძელით ჩამოგვეყალიბებინა პროფესიონალ და პატიოსან ადამიანთა გუნდი და 2014 წლის შედეგების მიხედვით იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაცია იყო ერთ-ერთი წარმატებული, ხოლო განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით საუკეთესო",–ამბობს ზაზა მეფარიშვილი.

 

მეფარიშვილის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა, რასაც  იგი   არ ადასტურებდა. 

 

ზაზა მეფარიშვილი იმერეთის გუბერნატორად 2013 წელს დაინიშნა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია