დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში სასწრაფო დახმარების პერსონალს ახალი უნიფორმები გადაეცა
2015/02/18 19:19:23

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური აღჭურვა გრძელდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა,ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ქუთაისის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრში, დასავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ახალი უნიფორმები გადასცეს. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძეც დაესწრო.


რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისთვის 3000-მდე ახალი ფორმა შეიკერა. ზამთრის უნიფორმის კომპლექტაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრენდის ფერისა და ლოგოთი გაფორმებული სვიტერის, ქურთუკისა და შარვლისგან შედგება. 


ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს დამატებით 4 ახალი ავტომობილი გადაეცა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2067
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია