დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიახურის 11 დაუჯერებლად სასარგებლო თვისება
2015/02/17 11:50:24

უ ეს მწვანილი არ მოგწონთ, ყოველთვის შეგიძლიათ, მოამზადოთ კერძი, რომელშიც ნიახური სხვა პროდუქტებს კარგად ეხამება - სუფები და სალათები ნიახურით უჩვეულოდ არომატულია.

 

ნიახურის მხოლოდ ერთ ღერს შეუძლია, ორგანიზმს დიდად არგოს. დაამატეთ კვების რაციონს ეს მწვანილი და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

 

1) ნიახური დაბალკალორიული პროდუქტია. მისი ერთი ღერი მხოლოდ 10 კალორიას შეიცავს. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მუდმივად ებრძვის ჭარბ წონას. დაამატეთ ნიახური სალათს მაღალკალორიული ინგრედიენტების ნაცვლად.  მიიღებთ ძალიან მსუბუქ, თუმცა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო, გემრიელ კერძს.

 

2) ნიახური ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხამარება, ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. თუ ასთმა ან ქრონიკული ბრონქიტი გაწუხებთ, რეგულარულად მიირთვით ნიახური. ასე გაცილებით სწრაფად გამოკეთდებით.

 

3) ღამით ნიახურის ერთი ღერის ჭამა მშვიდი ძილის გარანტი იქნება. ნიახური სხვადასხვა მიკროელემენტების ხარჯზე, რომლებსაც საკმაოდ შეიცავს, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მის შემადგენლობაში მყოფი მაგნიუმი  მოდუნებაში დაგეხმარებათ.

 

4) ნიახური ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. თუ ზედმეტი ჭამეთ, ან დალიეთ და დისკომფორტს განიცდით, ეს მცენარე სწრაფად აღადგენს ორგანიზმში ბალანსს და დაგიბრუნებთ სიმხნევეს.

 

5) ნიახური შეიცავს წყლის დიდ რაოდენობას და შესანიშნავად დაატენიანებს თქვენს ორგანიზმს. ორგანიზმში წყლის დონის შემცირებისას ნიახურის ჭამა ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება.

 

6) ნიახური ნატურალურ მინერალურ მარილებს შეიცავს, რაც სასარგებლოა ძვლებისთვის და ასევე, სხეულში მიმდინარე სხვადასხვა გაცვლითი პროცესებისათვის.

 

7) თუ მხედველობის პრობლემები გაქვთ, ნიახური გარკვეულწილად შეძლებს თქვენს დახმარებას. ამ მცენარის ერთი ღერი შეიცავს A ვიტამინზე ორგანიზმის დღეღამური მოთხოვნის 10%-ს. A ვიტამინი სასარგებლოა კანისთვისაც.

 

8) ნიახური შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ამ კომპონენტის დამსახურებაა, რომ ეს მწვანილი ხანგრძლივად  ინახება. ნიახური ბუნებრივი ანტიოქსიდანტების ძლიერი წყაროა.

 

9) ნიახური არეგულირებს არტერიულ წნევას. ფტალიდები - ასე ეწოდება უნიკალურ შემადგენლობებს, რომლითაც მდიდარია ეს მწვანილი. ასე რომ, ყველას, ვისაც ჰიპერტონია აწუხებს, ვურჩევთ, ნიახური კვების რაციონის განუყრელ ნაწილად აქციონ.

 

10) ამ სასარგებლო მცენარეს შენი სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაც შეუძლია, რადგან ის ფერომონებს შეიცავს. შეჭამ ნიახურს პაემნის წინ და წარმატება გარანტირებულია.

 

11) ლუითეოლინი, იგივე ფლავონოიდი, ასევე ნიახურის შემადგენელი ნაწილია. ეს ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია. შეუძლია, შეაჩეროს ორგანიზმში კიბოს უჯრედების გავრცელება. კიბოს პროფილაქტიკისათვის აუცილებელია ნიახურის კვების რაციონში შეტანა.

 

ნიახურის მოყვანა თავისუფლად შეგიძლიათ სახლში, ფანჯრის რაფაზე და მუდმივად გექნებათ ახალი მწვანილი.

 

წყარო: http://www.funtime.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3280
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია