დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთში ელექტროენერგიის შეზღუდვა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდებდა
2015/02/16 20:21:40

ბოლო დღეებია, ელექტროენერგიის გათიშვა პერმანენტულად მთელი ქუთაისის მასშტაბით შეიმჩნევა. როგორც სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, შეზღუდვა ელექტროენერგიაზე მიმდინარე კვირის განმავლობაშიცაა მოსალოდნელი. სად და რა დროით გაითიშება ელექტროენერგია, ამას კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან შეიტყობთ.

 

მიმდინარე წლის 16-20 თებერვალს სს ენერგო-პროჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:

 

ქუთაისი. მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი 2“ პროფილაქტიკური  სამუშაოების ჩატარების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

·         16 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „N12“ (ფალიაშვილი, ცისფერყანწელების, წმინდა ნინოს, ლერმონტოვის, ბროსეს ქ.);

·         17 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „N15“ (თამარ მეფის ქ. ნაწილი);

·         18 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „N80 (ატს)“(თამარ მეფის ქ. ნაწილი);

·         19 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „N5ა“ (გელათის ქ. ნაწილი, კოსტავას, 26 მაისის, ნიუპორტის ქ.);

·         20 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „N6“ (გოგებაშვილის, თბილისის ქ. ნაწილი);

 

 

20 თებერვალს მ/ძ გადამცემ ხაზებზე „ჭომა“ და „ბანოჯა“ დაგეგმილი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდება მ/ძ ქვესადგურის „ქუთაისი-4“ მომხმარებლებს: ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ბარათაშვილის, გამარჯვების, გველესიანის, დია ჩიანელის, თავისუფლების, პეტრიწის, ბუაჩიძის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ანტონ კათალიკოსის, წყალტუბოს, წყაროს, ჭაბუკიანის, კოღუაშვილის, ცაცხვების, ვაჟა-ფშაველას, ნიკოლაძის, გრიბოედოვის, ძნელაძის, გაფრინდაშვილის, კიკვიძის, ყაზბეგის, ძნელაძის, ასლანიკაშვილის, ბაგრატის, დავით და კონსტანტინეს, ლესელიძის, რუას, მოსეშვილის, პეტრე იბერის, ქეთევან წამებულის, ჩანჩიბაძის და მიმდებარე ქუჩებს, გორას და ჭომის დასახლებას. საერთო ჯამში, დაახლოებით 5300 აბონენტს.

 

 

უამინდობის შემთხვევაში გათიშვა არ შედგება.

 

18 თებერვალს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ პროფილაქტიკური სამუშაოები აქვს დაგეგმილი  მ/ძ გადამცემ ხაზზე „სათაფლია“, რის გამოც აღნიშნულ დღეებში  09:00-18:00 საათამდე გაითიშება ქვესადგური „მოწამეთა“ და ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება კლდიაშვილის, გელათის და მიმდებარე ქუჩებს და შესახვევებს (დაახლოებით 950 აბონენტი).

 

 

სამტრედია. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 თებერვალს 00:00-02:00 საათამდე დაგეგმილია მ/ძ ქვესადგურის „სამტრედია-1“ გამორთვა. აღნიშნულის გამო მითითებულ დროს ძაბვა შეუწყდება ქვესადგურების „სამტრედია-1“, „სამტრედია-1 წევა“, „ჯიხაიშისა“ და „კულაშის“ 14 400-მდე აბონენტს ქალაქ სამტრედიაში, დაბა კულაშში და სოფლებში დიდი ჯიხაიში, მარანი, ხუნჯულაური, მიწაბოგირა, კვირიკე, ჩხენიში, ნინუაკუთხე, ნაბაკევი, ღანირი, ჭაგანი, მიწაბოგირა.

 

 

ტყიბული.მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ტყიბული 1“ პროფილაქტიკური  სამუშაოების ჩატარების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ფიდერებს:

·         16 თებერვალს 13:00-16:00 სთ - ფიდერი „ცოფი 1“

·         18 თებერვალს 13:00-15:00 სთ - ფიდერი „ცოფი 2“

·         19 თებერვალს 14:00-16:00 სთ - ფიდერი „ლენინი 1“ (აფხაიძის, ახობაძის, დუმბაძის, მეშახტის, რაჭის, რუსთაველის, სააკაძის, ქუთაისის, ჯავახიშვილის, ჯალაღანიას ქ.);

·         19 თებერვალს 16:00-18:00 სთ - ფიდერი „სტალინი 1“ (გიორგაძის, გორგოძის, რობაქიძის, სვანეთის, სოლომონ მეორეს, ჯაოშვილის ქ.).

 

 

ცაგერი. 17 თებერვალს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ორბელში“ პროფილაქტიკური  სამუშაოების ჩატარების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ფიდერებს:

·         11:00-14:00 სთ - ფიდერი „თაბორი“ (სოფ.ლაჯანა, სპათაგორი, ლაცორია, ლეშკედა, წალამიერი, ლესინდი, უსახელო, ხოჯი, ღუ, ლაილაში, თაბორი, სუმუში, უცხერი);

·         11:00-14:00 სთ - ფიდერი „ორბელი“ (სოფელი ორბელი);

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2953
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია