დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მალე 109 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/02/16 18:52:20

ქუთაისში, 109 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით,  სარეაბილიტაციო სამუშაოები ოცხელის ქუჩა N2-ში მდებარე ყოფილ საავადმყოფოს შენობასუტარდება. რეაბილიტაცია USAID-ის დაფინანსებით და მუნიციპალური განვითარების ფონდის ჩართულობით მიმდინარეობს.

 

საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია 3 000 - მდე დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც, პირველადი მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, ყველაზე მაღალქულიან 300 ოჯახს ჩაუტარდა მონიტორინგი. კომისია გაფართოებული შემადგენლობით იხილავს აღნიშნული მონიტორინგის შედეგებს, რომელიც მუშაობას 16 თებერვლის ჩათვლით გააგრძელებს.

 

კომისიის მუშაობაში ჩართული არიან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC),სახალხო დამცველის აპარატის და„სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ წარმომადგენლები.

 

როგორც კომისიის მუშაობის შედეგად გაირკვა, დაახლოებით 45 დევნილი ოჯახი უპირობოდ იქნება გადაყვანილი ნგრევადი ობიექტებიდან ახალ საცხოვრებელ ფართებში.

 

მუშაობისას კომისიის წევრებმა ყურადღება შეაჩერეს ტურბაზა „რიონის“ ე.წ კომპაქტური ჩასახლებაში მცხოვრებ 11 დევნილ ოჯახზე, რომლებიც 21 წელის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ობიექტზე, სამწუხაროდ, არ არსებობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, ამიტომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით შემოწმდეს შენობის ვარგისიანობა. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, 11 ოჯახი უპირობოდ იქნება გადაყვანილი ახალ საცხოვრებელ ფართებში.

 

მონიტორინგის ანალიზისას კომისიას სერიოზული დარღვევა არ გამოუვლენია, თუმცა იყო ასეთი შემთხვევაც. დევნილმა ოჯახმა თავანთ საკუთრებაში არსებული ქონება ხელოვნურად გააჩუქა სხვა პირზე და ახალი ბინის მოთხოვნაზე შეავსო აპლიკაცია. ბუნებრივია, აღნიშნული დევნილი ოჯახი კომისიამ ბინის მოთხოვნის მსურველთა სიიდან ამოიღო.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2435
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია