დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
5 ქვეყანა, სადაც 2015 წელს უფასოდ სწავლაა შესაძლებელი
2015/02/13 23:33:07

თუკი სრულად დაფინანსებულ პროგრამებში არ გაგიმართლათ, ეს მაინც არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს, რადგან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ფინეთი, ავსტრია, ნორვეგია, გერმანია და შვედეთი სხვადსხვა სახის სასტიპენდიო პროგრამებს სთავაზობენ უცხოელ სტუდენტებს.


 

უფასოდ სწავლა ფინეთში

 

studyinfinland.fi – ის მიხედვით:

 

დღესდღეისობით ფინეთში სწავლა უფასოა  ყველა ნაციონალობის სტუდენტისთვის.  მაგრამ დაიმახსოვრეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სწავლა უფასოა, თქვენ უნდა დაგეგმოთ თქვენი ფინანსები. ე.წ. საცხოვრებელი ხარჯები – ბინის, კვების, მგზავრობის და ა.შ.

 

ამ მომენტისთვის ფინეთში სტიპენდიები გამოყოფილია სადოქტორო პროგრამებისათვის და სხვადასხვა კვლევებისთვის.

 

ფინეთში ცხოვრების საფასური: ფინეთში ერთ სტუდენტისთვის საჭირო საცხოვრებელი ხარჯები თვეში დაახლოებით – 500-800 ევროს შეადგენს.

 

იხილეთ ასევე: list of all Finnish institutions of higher education

 

იხილეთ ასევე: Scholarships in Finland

 

იხილეთ ასევე:  http://www.studyinfinland.fi/tuitionfees

 


 

უფასოდ სწავლა ავსტრიაში

 

studyinaustria.at – ის მიხედვით:

 

ავსტრიის სახელმწიფო უნივერსიტეტები ქვეყნებს რომლებიც ევროკავშირში არ იმყოფებიან სემესტრში  363,36-დან 726,72 ევრომდე ახდევინებს.  სწავლის გადასახადთან ერთად 17, 50 ევროა გადასახდელი სტუდენტთა გაერთიანების საწევრო და 50 ევრო თვეში ჯანმრთელობის დაზღვევისთვის. ავსტრიის სახელმწიფო განვითარებული ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ სტუდენტის საწევროს და დაზღვევის თანხას ახდევინებს.

 

ავსტრიაში სწავლის ხაჯები:  გამოთვლების მიხედვით, თვეში 800 ევროს შეადგენს და ფარავს საკვებს, საცხოვრებელს და ჯიბის ფულს.

 

იხილეთ: Higher Education Institutions in Austria

 

წყარო: http://www.studyinaustria.at/study_in_austria/tuition_fees/

 


 

უფასოდ სწავლა ნორვეგიაში

 

Studyinnorway.no- ს მიხედვით:

 

ნორვეგიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა, როგორც ნორვეგიელი ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის. წესი ვრცელდება სწავლის ყველა საფეხურზე – როგორც ბაკალავრიატზე, ისე მაგისტრატურაზე და დოქტორანტურაზე. თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სპეციალიიზირებული სამაგისტრო კურსები და ითხოვენ მინიმალურ გადასახადს.

 

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს ისინი ძირითადად ფასიანია, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით თანხა მინიმალურია.

 

საცხოვრებელი ხარჯები - NOK 90,000-100,000 წელიწადში.

 

იხილიეთ: Universities and Colleges in Norway

 

იხილეთ:  Scholarships in Norway for International Students

 

იხილეთ: http://www.studyinnorway.no/Study-in-Norway/Tuition

 


 

უფასოდ სწავლა გერმანიაში

 

2014 წლის ოქტომბერში გერმნაიამ გამოაცხადა რომ საბაკალვრო პროგრამები ხდებოდა უფასო, როგორც გერმანელი ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის.  გერმნაიის ზოგიერთ მიწაზე, უნივერსიტეტები მინიმლურ შესატანს 50 ევროს ითხოვენ.

 

ცხოვრების ხარჯები: საშუალოდ გერმანიაში მცხოვრები სტუდენტები თვეში-500-800 ევროს ხარჯავენ საცხოვრებელში, ტრანსპორტში, გაუთვალისწინებელ ხარჯებში.

 

იხილეთ ასევე; German Universities and Colleges.

 

იხილეთ ასევე: Scholarships in Germany for International Students

 

წყარო: http://www.internationale-studierende.de/en/prepare_your_studies/financing/cost_of_education/

 


 

უფასოდ სწავლა შევედეთში

 

studyinsweden.se- ს მიხედვით:

 

ევროკავშირის ქვეყნებისთვის შევედეთში სწავლა უფასოა,  დანარჩენი ქვეყნებისთვის ფასიანი მაგრამ ამ შემთხვევაში შვედეთის უნივერსიტეტები ძირითადად ნაწილობივ და სრულ სტიპენდიებს გვთავაზობენ. სტუდენტთა გაერთიანების საწევროს საფასური სემესტრში – SEK 50-350 არის.

 

იხილეთ შვედეთის უნივერსიტეტების სია, რომლებიც სტიპენდიებს გვთავაზობენ: Universities in Sweden that offers scholarships/tuition waivers

 

იხილეთ ასევე: Scholarships in Sweden for International Students

 

წყარო: https://studyinsweden.se/study-information/fees-and-costs/


 

 

უნივერსიტეტები რომლებიც უფასო ონლაინ სასწავლო პროგრამებს გვთავაზობენ:

 

დღესდღეიობით უკვე უამრავი უნივერსიტეტია რომელიც უფასო ონლაინ სასწავლო პროგრამებს გვთავაზობს. ამერიკის სახალხო უნივერსიტეტი –  University of the People –უფასო, არაკომერციული ონლაინ ინსტიტუტია რომელიც ორიენტირებულია განათლების წვდომის ამაღლებაზე. უნივერსიტეტი გვთავაზობს საბაკალვრო პროგრამებს ბიზნეს ადმინისტრირებაში და კომპიუტერულ მეცნიერებებში.

 

ასვევე შეგიძლიათ იხილოთ საიტი, Courseraრომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებთან და უფასოდ გვთავაზობს ონლაინ კურსებს. თუმცა თუ სერტიფიკატის აღებაც გსურთ მაშინ 30-40 დოლარის ფარგლებში ფულის გადახდა მოგიწევთ. მე ჩემი  პირადი გამოცდილებით რეკომენდაციას ვუწევ ამ საიტს. ეს არის მარტივი გზა მიიღოთ დასავლური განათლება ბევრი ფულის და დროის დაზოგვით

 

იხილეთ სია: Universities offering free online courses


 

პოსტის წყარო: http://www.scholars4dev.com

http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=18610&cat_id=7

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3874
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია