დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ისრაელში საქართველოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა
2015/02/11 19:16:28

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სიგუამ ისრაელში, ქ. თელ-ავივში ტურისტულ გამოფენა- „IMTM 2015“-ზე ადგილობრივი  ტუროპერატორებისთვის, პროფკავშირების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის საქართველოს  დაცული ტერიტორიების შესახებ პრეზენტაცია გამართა. მოწვეული სტუმრები  დაცული ტერიტორიების ტურისტულ პროდუქტებსა და ღირშესანიშნაობებს გაეცვნენ.


იმერეთის მღვიმეები, კოლხეთის ეროვნული პარკი, ოკაცეს კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი და სხვა ღირშესანიშნაობები დიდი პოპულარობით სარგებლობს ისრაელის მოქალაქეებს შორის და ჩვენ ვიზრუნებთ მათი ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდაზე“,-განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სიგუამ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.


 ტურისტების რაოდენობა ისრაელიდან საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. 2014 წელს დაცული ტერიტორიები ისრაელიდან ჩამოსულმა 27.484- მა ტურისტმა მოინახულა.


 

ახალი ტურისტული პროდუქტები, მეტი სარეკლამო საპრომოციო აქტივობა სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები იმის საწინდარია, რომ რიცხვი კიდევ გაიზარდოს და მეტად პოპულარული გახდეს ისრაელიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის“,-აღნიშნა გიორგი სიგუამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2271
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია