დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერმა პროკურატურას მიმართა
2015/02/11 14:57:47

ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ სამშენებლო კომპანია „იბერიის ვარსკვლავის“ წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

 

დგილობრივი მთავრობა დაინტერესებულია, სამართალდამცავებმა გამოიკვლიონ, თუ რამდენად კანონიერად მოხდა ამ კომპანიაზე 2007 წელს ქუთაისში 1300 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის გადაცემა. კომპანიას ასევე ჰქონდა ვალდებულებები მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის, სპეც-ავტომობილის შეძენის (რომელიც დასუფთავების სამსახურს უნდა გადასცემოდა) და სხვა. მურღულიას თქმით, „იბერიის ვარსკვლავმა“ არათუ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, იჯარის ფულსაც კი არ იხდიდა. მერია პროკურატურას იმის გარკვევაში თხოვს დახმარებას, თუ რატომ გაქრა 2010 წელს ეს ფინანსური ვალდებულებები ხელშეკრულებაში. 


„2007 წელს კომპანია „იბერიის ვარსკვლავს“ ქალაქში საუკეთესო ადგილები პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა. ვალდებულებებში საკმაოდ დიდი ინვესტიცია უნდა ჩაედო, თუმცა 2010 წელს ვალდებულება მოუხსნეს, ქონება კი დაუტოვეს. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული ფაქტი და ვფიქრობთ, ამ ქმედებამ ქალაქი დააზარალა. ამიტომ მივმართავთ პროკურატურას.“- განაცხადა შოთა მურღულიამ. მისივე თქმით ბოლო პერიოდში მერიის და მერის დიკრედიტაციის მიზნით სპეკულირებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია