დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში შშმ პირთათვის აქცია მოეწყო
2015/02/10 15:31:22

9  თებერვალს ჭიათურაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აქცია მოეწყო. აქციის ორგანიზატორი „კეთილი ადამიანები“ იყო. ამ ორგანიზაციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტისა და ორი კომერციული სტრუქტურის დახმარებით შეძლო 200-ზე მეტი ბავშვის დასაჩუქრება.

 

აქციის ფარგლებში 18 წლამდე ასაკის ჭიათურისა და საჩხერის შშმ პირებს საჭიროების მიხედვით გადაეცათ სხვადასხვა ტიპის ეტლი, „კეთილი სამარიტელებისაგან“ მიიღეს სასაჩუქრე პაკეტები, რომლებიც ასაკობრივ-სქესობრივი ნიშნით იყო შედგენილი.

 

აქციის საკონცერტო ფარგლებში მუსიკალური ნომრები შეასრულეს მომღერლებმა გიორგი შალვაშვილმა და ბაია ასლამაზიშვილმა. განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია სცენაზე „ნიჭიერის“ ფინალისტების, კოკასა და ნინოს, დუეტმა. „სიუ უნივერსთან“ ერთად მათ სამი ნომერი წარმოადგინეს. საკონცერტო ნომრები შეასრულეს საჩხერელმა შშმ პირებმაც. მათ შორის განსაკუთრებული მოწონება ლუკა შევარდნაძემ დაიმსახურა, რომელმაც ორი სიმღერა შეასრულა.

 

 შშმ პირებს მიესალმნენ საქართველოს ყრუთა კავშირის ფილიალის დირექტორი თამარ ზაბახიძე, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლები სულხან მახათაძე და მალხაზ ბაზაძე, აქციის ორგანიზატორი ინა ასანიძე.

 

დასაჩუქრებულ ბავშვებს საკონცერტო ნომრებისა და საჩუქრების გარდა ძალიან მოეწონათ „ფერადი ბუშტების აქცია“.  როგორც მომღერალმა გიორგი შალვაშვილმა განაცხადა, ის ყოველთვის იქნება მზად, რომ ასეთ აქციებში მიიღოს მონაწილეობა და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს შშმ პირებს.

 

სავარაუდოდ, ამგვარი ტიპის აქციას ჭიათურაში რამდენჯერმე გამართავენ წლის განმავლობაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2473
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია