დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოხალისეთა გაცვლითი პროგრამა ქუთაისი-დმანისი 2015
2015/02/09 18:46:08

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს,  მოხალისეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დმანისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები სტუმრობდნენ. პროგრამის მიზანს წარმოადგენდა ქუთაისსა და დმანისში დაფუძნებული ახალგაზრდული ცენტრების გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი სათემო ღონისძიებების და საგანმანათლებლო პროგრამის ორგანიზება, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზების დასახვა, ახლგაზრდებს შორის დიალოგის გამართვა მათთვის აქტუალურ საკითხებზე, რეგიონების ტრადიციების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა. 

 


გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქუთაისის და დმანისის ახალგაზრდულმა ცენტრებმა გააკეთეს პრეზენტაციები მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების და მიღწეული შედეგების შესახებ, ჩაატარდა თანატოლთა განათლების ტრენინგებიპიროვნული განვითარების, პრეზენტაციის ტექნიკებისდაგენდერული თანასწორობის და ფემინიზმისთემებზე. ტრენინგების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება პიროვნული განვითარების, აქტიური მოქალაქეობისა და ლიდერული უნარ-ჩვევების, პრეზენტაბელურობის, გენდერის, ფემინიზმის, ოჯახში ძალადობის საკითხებზე



ქუთაისის და დმანისის ახალგაზრდულ ცენტრის წევრები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლში. აღნიშნული ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდული ცენტრების წევრებს გაეცნოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და დანერგილი ინოვაციები. ქუთაისის იუსტიციის სახლის წარმომადგენელებმა ახალგაზრდებს გააცნო იუსტიციის სახლის სერვისები და ამ სერვისებით სარგებლობის წესები, მონაწილეებმა მოინახულეს სამუშაო გარემო და დეტალურად გაეცვნენ იუსტიციის სახლის ბრენდებს



ცენტრის წევრებმა მოაწყვეს საქველმოქმედო აქცია წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატში და პანსიონატის 89 მაცხოვრებელს გადასცეს ტკბილეული



ცენტრის წევრებმა ერთობლივად მოამზადეს პოსტერები ტოლერანტობის თემაზე. გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მეშვეობით ცენტრებმა დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები



საგანმანათლებლო ღონისძიებების პარალელურად ახალგაზრდებისთვის ორგანიზება გაუკეთდა ექსკურსიებს ქუთაისის რეაბლიტირებულ უბნებში, გელათისა და მოწამეთის სამონასტრო კომპლექსში, სათაფლიის ნაკრძალში



მოხალისეთა გაცვლითი პროგრამა ორგანიზებული იქნასაქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერებისპროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2382
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია