დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ჩაიფარცხა ეჭვმიტანილი ზურა ვაზაგაშვილის საქმე
2015/02/06 09:52:25

ბექა პაპუაშვილი 2002 წლის 25 ნოემბერს საბურთალოზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ის აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. სავარაუდოდ, სამი თავდამსხმელი მას ჩაუსაფრდა და ერთერთმა სადარბაზოში ესროლა.


გთავაზობთ გაზეთ “კვირის პალიტრის” 2006 წლის ნომრიდან ინტერვიუს ნაწყვეტს , მოკლული ბექა პაპუაშვილის ბიძასთან.

ზურაბ ვაზაგაშვილზე ოფიციალური კრიმინალური დოსიე არ არსებობს. იგი არც ნასამართლევი ყოფილა, თუმცა პაპუაშვილების ოჯახი მას შვილის, ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. ოჯახის წევრების მტკიცებით, ბექა პაპუაშვილის მკვლელობა რესტორან “ვილა-ძარაში” მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

უშანგი კელენჯერიძე (ბექა პაპუაშვილის ბიძა): “2002 წლის 23 ნოემბერს ბექას რესტორან “ვილა-ძარაში” ზურაბ ვაზაგაშვილთან ჩხუბი მოუხდა. ბექას მოკვლას ვაზაგაშვილი იმ დღესვე აპირებდა, გულში დანის ჩარტყმა უნდოდა, მაგრამ ბექამ დანა ხელით დაიჭირა და იმ დღეს სიკვდილს გადაურჩა. პირიქით, ვაზაგაშვილი დუნდულში დაჭრეს. ორი დღის შემდეგ, 25 ნოემბერს, ბექა თავის სახლთან მოკლეს. მკვლელი სადარბაზოსთან ელოდა. მკვლელობამდე შვიდი წუთით ადრე, ბექას სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ვაზაგაშვილს დაურეკეს და იცით, ვისი ტელეფონიდან იყო ზარი? – იმ ქალისა, რომელიც 23 ნოემბერს ვაზაგაშვილს რესტორან “ვილა-ძარაში” ახლდა. გარდა ამისა, მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე დარჩა ვაზაგაშვილის ავტომანქანაც. ერთი სიტყვით, სამხილები საკმარისზე მეტი იყო. ვაზაგაშვილი დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ ელენე თევდორაძის შუამდგომლობით მალევე გაათავისუფლეს(!). ბექას იმ დღეს ორმა ესროლა. ერთს TT ჰქონდა, მეორეს – მაკაროვი. ბექა ორივე სისტემის იარაღიდან ნასროლი ტყვიით არის მკვდარი. ბექა თავისი ფეხით ავიდა სახლში და დაჭრილი ბებიამისს ჩაუვარდა ხელებში. გამოძიება დაიწყო. ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო ნაწილის მაშინდელმა უფროსმა ლაერტ დუღაშვილმა საქმე ისეთ გამოუცდელ გამომძიებელს ჩააბარა, რომ მან მომხდარს ვერც თავი გაუგო და ვერც ბოლო. მერე გამომძიებელ ფირცხალავას გადასცეს, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა – გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ფელიქს ძიმისტარაშვილმა საქმე “ჩაფარცხა”. ის ვაზაგაშვილის მეზობელი იყო – ძიმისტარაშვილის შვილი და ზურაბ ვაზაგაშვილი მეგობრები იყვნენ… ვაზაგაშვილის დაჭრა რესტორან “ვილა-ძარაში” სპეციალურად დაიფარა და საავადმყოფოს შეტყობინებაც გააყალბეს. ამის მერეც არ გამოიძიეს საქმე ობიექტურად. სამი წლის განმავლობაში ვის არ მივმართეთ, მაგრამ ამაოდ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა უტყუარი ფაქტები, ეჭვმიტანილი ვაზაგაშვილი ორ-სამ დღეში გაათავისუფლეს და როგორც საგამოძიებო მასალებშია მითითებული, მისი უდანაშაულობა თურმე ელენე თევდორაძის შუამდგომლობით “გამაგრებულა”. ეს აბსურდია, სამართალდამცველებსა და შსს-ს ჩინოვნიკების ჩარევის გარეშე ამ საქმეს ელენე თევდორაძის შუამდგომლობა ვერ უშველიდა. მკვლელობა უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა და იმას, ვინც ასე აშკარად ისვრის, ცხადია, გავლენიანი მფარველიც ეგულება.

ვაზაგაშვილის ლიკვიდაციით ჩვენს ოჯახს არაფერი მომატებია. პირიქით, სამართალდამცველებს რომ მაშინ თავიანთი მოვალეობა პირნათლად შეესრულებინათ, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა. ამ ხნის განმავლობაში რას აკეთებდა გამოძიება?”

 

წყარო: http://www.ireporter.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4290
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია