დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურელ მოსწავლეთა ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის
2015/02/05 14:51:46

სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ორთოდოქსები“ ცხოვრების ჯანსაღი წესის თემასთან დაკავშირებით რამდენიმე ინციატივა განახორციელა.

 

პირველ ეტაპზე კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია, შექმნეს ბუკლეტი, რომელიც გავრცელდა ქალაქის ქუჩებში, სკოლებში, საკრებულოსა და მერიაში. 

 

მოსწავლეები შეხვდნენ ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ მალხაზ წერეთელს, ქალაქის მერს სულხან მახათაძეს და მის მოადგილეებს.

 

კლუბის წევრებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის თემატიკასთან დაკავშირებით შექმნეს კითხვარი და თემში გამოკითხვა ჩაატარეს, შედეგების მიხედვით კი დაიგეგმა ტრენინგი, რომელიც სკოლის პედაგოგებმა ცისმარი ტეფნაძემ და ნანა შეყილაძე ჩაატარეს და მას მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

 

სამოქალაქო განათლების პროგრამამომავლის თაობახორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)) დაფინანსებით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2331
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია