დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიამ უსახლკარო ძაღლები მოსახლეობას მიუსია?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/02/04 11:12:25

ქუთაისის მერიის მიერ უსახლკარო ცხოველებისთვის თავშესაფრის  მოწყობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გასვლის გამო თავშესაფარში მყოფი 180 ძაღლი ქუჩაში გაუშვა.

 

 

უპატრონო ძაღლების მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელ კომპანიაში („ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავა“) აღნიშნავენ, რომ ძაღლების გაშვება აცრების და კასტრირების ჩატარების შემდეგ მოხდა. კომპანიის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ტენდერს ვადა 2014 წლის დეკემბერში გაუვიდა, ახალი ტენდერი კი არ გამოცხადებულა.

 

 

ცხოველთა უფლებების დაცვის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ცხოველების მოვლა არა კერძო კომპანიამ, არამედ მუნიციპალიტეტმა უნდა იკისროს.

 

 

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით,  ახალი ტენდერი გაუმჯობესებული პირობებით უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

 

 

მომხდარს არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ გმობს, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მერიამ უსახლკარო ძაღლები მოსახლეობას მიუსია.

 


მართლაც დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ მერიამ უპატრონო ძაღლების იზოლაციაზე ტენდერის გამოცხადება დააგვიანა, შედეგად 180 ძაღლი მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო პირდაპირ ქალაქის ქუჩებში გაუშვა.

ამ სფეროში დიდი რაოდენობით ფული სწორედ მოსახლეობის მაწანწალა ძაღლებისგან დასაცავად იხარჯება, შედეგი კი საპირისპიროა.

 

 

ვიდრე ქალაქის მერიაში ახალი ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო ფურცლებით დარბიან და შექმნილი ფორსმაჟორიდან თავის დაძვრენას ცდილობენ, ქალაქის თავი ყუფარაძეების ზარებს ვერ აუდის, საშტატო ნუსხის და წლიურ ბალანსის შესწავლითაა დაკავებული,  ქუთაისელთა და ქალაქის სტუმართა გადაადგილება ქალაქის ქუჩებში კი საფრთხის შემცველია.


რას არ მოსწრება ეს ქალაქი, მაგრამ მერიას ძაღლები პირდაპირ მოსახლეობისთვის მიესიოს, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ გვქონია,“ –  თორნიკე ბარათაშვილი, „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია