დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევა, რომელიც კიბოს კურნავს
2015/02/03 19:17:58

მიუხედავად იმისა, რომ ახალ “წამალს” კიდევ მრავალი ხანგრძლივი კლინიკური კვლევა უნდა ჩაუტარდეს, ის უკვე მიჩნეულია ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვან მეცნიერულ მიღწევად.

 

ამ აღმოჩენას 30 წელიწადი და პროფესორ ლეა აიზენბახისა და მისი კოლეგების თავდაუზოგავი შრომა დასჭირდა. დღეს ისინი თავდაჯერებით აცხადებენ, რომ შეძლეს იმ საშუალების აღმოჩენა, რომელიც 20- მდე სახის სხვადასხვა სტადიის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღია აქამდე არსებულთა შორის.

 

ლეა აიზენბახი, ვაიცმანის სახელმწიფო ინსტიტუტის იმუნოლოგი პროფესორი, ის ამბობს: ,,ჩვენ შევქმენით ვაქცინა, რომელიც ისე ააქტიურებს იმუნურ სისტემას, რომ მისი მთავარი ”ჯარისკაცები” — ლიმფოციტები — გადაიქცევიან დაუმარცხებელ მებრძოლებად. ისინი ცნობენ სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად შენიღბვის მრავალი ხერხისა და უკლებლივ ანადგურებენ მათ“.

 

აღნიშნული ვაქცინა, რომელსაც შეუძლია შეიცვალოს სიმსივნის ტიპის მიხედვით, წარმოადგენს პროტეინებს – ცილების გარკვეულ კომბინაციას. ლეას განმარტებით, მათი ვაქცინით გააქტიურებული ლიმფოციტები იძენენ დამატებით ”ძალას”, შემდეგ კი მოქმედებენ ბიოქიმიკოსების მიერ მკაცრად დაპროგრამებული მექანიზმით: ანეიტრალებენ გადაგვარებულ უჯრედებს.

ვაქცინის შეყვანა სიმსივნის ტიპის გათვალისწინებით შეიძლება სისხლში ან დაავადებული ორგანიზმიდან მოპოვებულ უჯრედულ მასალაში – ლიმფოციტებს ხელოვნურად ამრავლებენ ახალ გარემოში და შემდეგ შეჰყავთ ორგანიზმში, სადაც ისინი წარმატებით ანადგურებენ სიმსივნურ უჯრედებს.

მეცნიერული კვლევა დასრულებულია, არსებობს დაპატენტებული დასკვნა. ახლა ექიმებისა და ბიოტექნოლოგიური კომპანიების ჯერია, რომლებიც გამოხატავენ ინვესტიციის ჩადების სურვილს კლინიკურ კვლევებში და გამოუშვებენ ვაქცინას.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პრაქტიკაში ვაქცინის დანერგვის შემდეგ შესაძლებელი გახდება ქიმიოთერაპიაზე საბოლოოდ უარის თქმა.

 

წყაროႬ http://newposts.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2811
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია