დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი უნგრეთის ქალაქ სომბატჰეის დაუმეგობრდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/02/02 12:35:27

ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნგრეთის ქალაქ სომბატჰეის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და სომბატჰეის მერმა, ტივადირ პუშკასიმ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც ორ ქალაქს შორის არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება.


შოთა მურღულიას განცხადებით, ქუთასისის ადგილობრივი ხელისუფლება ევროპის ქვეყნების დამეგობრებას და მათთან აქტიურ თანამშრომლობას  გეგმავს. რაც თავის მხრივ ქუთაისში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სომბატჰეის მერის ტივადირ პუშკასის განცხადებით, უნგრეთი ცდილობს  საქართველოსთან დიდი ხნის  მეგობრობის სხვადასხვა ქალაქებთან დამეგობრებით  გააძლიეროს.
დღესვე ურთიერთტანამშრომლობის მემორანდუმის აღსანიშნავად 18:30 საათზე მესხიშვილის თეტრში კონცერტი გაიმართება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2310
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია