დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელმისაწვდომი ინგლისური ენა
2015/01/30 14:47:32

ყოველთვის ცდილობ ოცნება  რეალობად აქციო, რამდენიმე თვის წინ, ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მე,  საქათველოს ერთ ჩვეულებრივ ქალაქში  მცხოვრები გოგონა, ამ  ყველაფრის შესახებ ამერიკის დედაქალაქიდან ვისაუბრებდი –ოცნების ახდენაში კი  ინგლისური ხელმისაწვდომობის პროგრამა -(ACCESS)  დამეხმარა – ამბობს ACCESS კურსდამთავრებული თამარ სიორდია, რომელიც გაცვლითი პროგრამის FLEX-ის გამარჯვებული გახდა, ეს გამარჯვება კი თავად მას  ACCESS   პროგრამის დამსახურებად მიაჩნია.

 

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამა სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის საქართველოს ოთხ ქალაქში ბათუმში, თელავში, ზუგდიდსა და ქუთაისში მიმდინარეობს. პროგრამას PH International –ის მიერ, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება. ქუთაისში პროგრამის პარტნიორი ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრია.

 

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამა გასულ წელს  33–მა სოციალურად დაუცველმა  13–15 წლამდე მოზარდმა დაასრულა, წელს კი აღნიშნულ პროგრამაში 25 მოსწავლე ჩაერთო.

 

ნანა იოსელიანი, PH International-ის ინგლისურ ენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი: ,,პროგრამის მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები სწავლობენ ინგლისურ ენას,  ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურას,  წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ  ლიდერის  თვისებებსა და უნარ – ჩვევებს.’’

 

სასწავლო პროგრამის გარდა  პროგრამის პედაგოგები მონაწილეებთან გეგმავენ     სხვადსხვა აქტივობებს – იმართება პრეზენტაციები, დებატები, ერთობლივად  აღნიშნავენ დღესასწაულებს.  გასაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეები მონაწილეობენ საზაფხულო ბანაკებში, საერთაშორისო კონფერენციებში.

 

ნინო ოქროპილაშვილი, პროგრამის მონაწილე: როცა საუბარია ACCESS პროგრამაზე, ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეები მახსენდება. სწორედ ამ პროგრამამ მომცა შესაძლებლობა, უკრაინაში, 5 დღიან საერთაშორისო კონფერენციაში მიმეღო მონაწილეობა, მასში იმ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, სადაც ACCESS –ის პროგრამა მიმდინარეობს, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ჩამომყვა  თან,  რაც access-მა მაჩუქა“.  

 

 ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამა არის ძალიან კარგი შანსი სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის.  მონაწილეები აპლიკაციების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგად ირჩევა.

 

ნანა იოსელიანი: „განსაკუთრებით აღსანიშნავია, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წვლილი  პროგრამის ბენეფიციარების შერჩევის პროცესში.

 

 

ორგანიზაცია აქტიურად გვეხმარება ტექნიკური პრობლემების გადაჭრასა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.“ 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2428
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია