დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში ქუთაისში არ ჩატარდება-რაში ადანაშაულებენ შოთა მურღულიას?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/30 11:41:09

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ 2017 წელს, საქართველოში ევროპის 19 წლამდე ასაკის ფეხბურთის ჩემპიონატის ქუთაისში არ ჩატარების ფაქტს აპროტესტებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რამდენიმე დღის წინ დასახელდა ის 4 ქალაქი (თბილისი, რუსთავი, გორი, მცხეთა), სადაც ჩემპიონატი ჩატარდება. ორგანიზაციის წევრები მომხდარში ქუთაისის მერს ადანაშაულებენ.


„ის ფაქტი, რომ ქუთაისის ვერ მოხვდა იმ ქალაქებში, რომლებშიც ჩემპიონატი ჩატარდება, არის სამწუხარო და მთელი პასუხისმგებლობა ქალაქის მერზე მოდის, რადგან შოთა მურღულიამ არ გამოიჩინა შესაბამისი აქტიურობა, რომ ფეხბურთის ფედერაციას ერთ-ერთ ქალაქად ქუთაისი შეერჩია. არადა მურღულია მერად მთავრობაში გავლენიანი მეგობრების გამო აირჩიეს.


მას შემდეგ, რაც ქუთაისმა პარლამენტი დაკარგა და ვერც საუნივერსიტეტო ქალაქი გახდა, ევროპის ჩემპიონატი კარგი საშუალება იყო ქალაქისთვის, რადგან ჩემპიონატისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სასტუმრო, რომელიც შემდეგ ამ ქალაქს დარჩებოდა.  ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა ჩატარდეს ჩემპიონატი ქუთაისში, როდესაც ის თითქმის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს?  მას ასე ახლოს აქვს აეროპოტი. ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ არის შანსი ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოხდეს გადაწყვეტილების გადახედვა და ქუთაისის ერთ-ერთ ქალაქად შეირჩეს, რაც ისევ ამ ქალაქის განვითარებისთვის იქნება სასარგებლო,“ - განაცხად გია გოქაძემ.


ევროპის 19 წლამდე ასაკის ფეხბურთის ჩემპიონატი საქართველოში 2017 წელს ჩატარდება და მასში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს, მას შორის საქართველოს ნაკრები.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას უპასუხებს თუ არა  ქალაქის მერი, მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია