აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი USAID–ის მიერ დაფინასებულ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ახალ ეტაპს იწყებს.
აღმოსავლეთ – დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS) ფარგლებში იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით რეგიონულ ორგანიზაციებს, მიიღონ მონაწილეობა მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსში. გრანტის
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის (ACCESS) პროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზაციული მდგრადობის უზრუნველყოფა, ასევე ზოგადად სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა და მოქალქეების ჩათვა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში.
შეხვედრა დღეს ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ, მათ აღნიშნეს, რომ ACCESS–თან თანამშრომლობას გააგრძელებენ და საგრანტო კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.
აღმოსავლეთ–დასავლეთის ნართვის ინსტიტუტი არის აშშ–ში მოქმედი არასამტავრობო ორგანიზაცია, რომელიც 25 წელზე მეტია სხვადასხვა სფეროში პროექტებს ახორციელებს .