დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სადისკუსიო კლუბის შეხვედრა თემაზე „ქალები ომში“
2015/01/29 17:19:11

29 იანვარს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზებული იქნა სადისკუსიო კლუბის შეხვედრა თემაზე: ქალები ომში, რომელსაც აფხაზეთის ომში მონაწილე ჟურნალისტი ლია ხარაბაძე უძღვებოდა. დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისათვის ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღიქვამს და განიცდის ქალი ომს; რით განსხვავდება ქალისა და კაცის აღქმები და გამოწვევები ომში; როგორია ჟურნალისტის როლი კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. მოწვეულმა ჟურნალისტმა ისაუბრა აფხაზეთის ომში თავის პროფესიულ მოვალეობაზე, იმ რეალურ ისტორიებზე რომელიც მას, როგორც ჟურნალისტს გადახდა, ახალგაზრდებს გააცნო „ომის დღიურები“ ჩანაწერების სახით, რომელშიც აფხაზი ქალების ომის დროინდელი ისტორიებია მოთხრობილი. 


 

სადისკუსიო კლუბი ორგანიზებული იქნასაქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერებისპროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3212
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია