დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„კრისტალი“ – შშმ ბავშვთა დღის ცენტრ „ჯადოსნური სამყაროს“ ოქროს სპონსორი
2015/01/29 15:58:46

ეს მეგობრობა დიდი ხნის წინ „კრისტალის’’ თანამშრომლის, ნინო სეფისკვერაძის, სატელეფონო ზარით დაიწყო: შშმ ბავშვებისთვის რაღაც გვინდა გავაკეთოთ და კონკრეტულად რა საჭიროებები გაქვთო“.

 

მას შემდეგ  ძალიან ბევრი ბედნიერი დღე აჩუქეს  ქუთაისის  შშმ ბავშვთა  დღის ცენტრს, „ჯადოსნურ სამყაროს“,  ორგანიზაცია „კრისტალი“ ბავშვთა დღის ცენტრების  ყველაზე ერთგული მეგობარი გახდა.  მთელი გასული წლის მანძილზე გვერდში ედგა ქუთაისის  შშმ ბავშვთა დღის ცენტრს.

 

წლის ყველა დღესასწაული მიულოცეს ბავშვებს, „კრისტალის“ დაფინასნებით   შეიძინეს საოფისე კომპიუტრული ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, ქუთაისის, სამტრედიისა და თერჯოლის შშმ დღის ცენტრების ბენეფიციარებს  ყოველთვიურად  მასპინძლობდა ქუთაისის თოჯინების თეატრი. სწორედ ამიტომ, როცა წლის ბოლოს  „ჯადოსნურმა სამყარომ“ ოქროს სპონსორი გამოავლინა,  ეს ტიტული  მიკროსაფინანსო ორგანიზაციას „კრისტალს“  ხვდა  წილად.

 

მალხაზ ძაძუა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“  აღმასრულებელი დირექტორი: „ეს ტიტული ჩვენთვის მძლავრი მოტივატორია, რომ მომავალში უფრო ბევრის გაკეთება შევძლოთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3156
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია