დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზუგდიდში მალე 320 დევნილი ოჯახი ბინებს მიიღებს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/01/29 15:01:07

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ზუგდიდში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის შედეგებს ადგილზე გაეცნო.

 

 

კომისიის მუშაობის პროცესში, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის, სახალხოდამცველის, საერთაშორისოდა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიაქტიურად არიან ჩართულები. მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და საცხოვრებელ პირობებს ადგილზე ამოწმებ.

 

 

მინისტრმა სოზარ სუბარმა ის ნგრევადი ობიექტებიც მოინახულა, საიდანაც სამინისტრო, ლევან სამხარაულის სახელობისსასამართლოექსპერტიზისეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე,  დევნილ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსებში, კრიტერიუმებით შერჩევის გარეშე გადაიყვანს.

 

 

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსის (320 ბინა) მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ობიექტზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 4190-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2542
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია