დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია პრემიების გაცემის ახალ სისტემაზე გადადის
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/29 14:28:40

ქუთაისის მერია პრემირების და სახელფასო დანამატების ახალ სისტემაზე გადასასვლელად ემზადება. აღნიშნულის შესახებ დღეს ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ, იმერეთის საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მურღულიამ შეხვედრაზე მყოფ იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს მერიაში ჩატარებული ატესტაციის და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

ალაქის მერმა  პრემიების და  სახელფასო დანამატების ახალი სისტების შესახებაც ისაუბრა. როგორც მურღულიამ აღნიშნა, მისი ინიციატივით, მერიის ყველა სამსახურს ექნება შიდა ბიუჯეტი, რომელსაც პრემიებისთვის გამოიყენებს.  სამსახურის უფროსი ვალდებულია, წინა წლის შესრულების დეტალური ანგარიში წარადგინოს. ანგარიშის მიხედვით გახდება ცნობილი პრემიების გაცემის მიზანშეწონილობა.

 

„ჩვენ ვმუშაობთ ახალ სისტემაზე, რომელიც საჯარო მოხელეებს პრემიას დამსახურების მიხედვით დაუწესებს, არაუმეტეს ერთი თვის სახელფოსო სარგოსა. სამსახურის უფროსი გადაწყვეტს, რომელი თანამშრომელი იმსახურებს პრემიას, რაც შეეხება სამსახურის უფრსისთვის პრემიის მიცემას,  ამას უშუალოდ მე გადავწყვეტ. ვფიქრობ, ამგვარი მიდგომა თანამშრომლებს უკეთ მუშაობის მოტივაციას მისცემს. სავარაუდოდ, პრემიის გაცემა სამუშაოს კვარტალური შესრულების ანგარიშის მიხედვით მოხდება. რაც შეეხება სახელფასო დანამატს, ზოგიერთი თანამშრომელი საქმიდან გამომდინარე შაბათ-კვირასაც მუშაობს, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, მათ დამატებით შესრულებული  სამუშაოსთვის სახელფასო დანამატი მივცეთ,“ - განაცხადა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2433
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია