დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ორი ახალი ბაღი შენდება
2015/01/28 12:01:42

ავტოქარნისა და სულხან-საბას დასახლებებში მშენებარე ბაგა-ბაღები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ვიცე-მერთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. სკოლამდელ დაწესებულებებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს „ჯი-თი-აი 2007“ და „გილომარი 2“ აშენებენ.

 

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სულხან-საბას დასახლებაში ორსართულიანი ბაღი შენდება და 452 542 ლარი ჯდება. შენობა 2015 წლის მაისში უნდა ჩაბარდეს.

 

ავტოქარხანაშიც ბაღი ორსართულიანი იქნება მშენებლობისთვის 494 000 ლარი გამოიყო.შენობა მარტში ჩაბარდება. თითოეული ბაღი 140 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია