დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომელი, საკრებულოს დეპუტატის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/25 00:56:23

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომელი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი  კახაბერ დვალიშვილი დაუპირისპირდა, სამსახურიდან  გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს.


დაცვის ყოფილი წევრი იმედა კირკიტაძე აღნიშნავდა, რომ  დვალიშვილი მასთან მივიდა, ჩხუბი დაუწყო და ეუბნებოდა, რომ ის არის გენერალი და ყველას მოხსნიდა.


მერიაში დამონტაჟებული კამერებიდან ამოღებული კადრებიდანაც  კარგად ჩანს, როგორ ეკამათება საკრებულოს დეპუტატი დაცვის თანამშრომელს, მოგვიანებით კი მის სამხრეებს ეხება.


დაცვის თანამშრომლის განცხადებით, ის ადმინისტრაციული სამასახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას ბრძანებას ასრულებდა, რამაც დვალიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია.


შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატმა დაცვის თანამშრომელს, ავტომობილის არასწორად გაჩერებისთვის მიცემული შენიშვნის გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც დვალიშვილი შემდეგ განმარტავადა, მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია, უბრალოდ, დაცვის თანამშრომელს, რომელმაც დეპუტატის სტატუსს ყურადღება არ მიაქცია, მისი მოვალეობების გახსენება ურჩია.

PSNEWS.GE გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად  მუშაობას აგრძელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4852
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია