დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ეროვნულ ბანკს თავისუფლად შეუძლია დოლარის გაყიდვა, მაგრამ არ აკეთებს“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/01/23 12:41:23

რატომ გაუფასურდა ლარი?

 

გასული წლის ბოლოს ლარის კურსის ვარდნაზე „ხელი შეაწმინდეს“ მედიას, თითქოს მედიასაშუალებებმა უსაფუძვლო პანიკა შექმნეს ეროვნული ვალუტის ინფლაციასთან დაკავშირებით. წესით, დოლართან მიმართებაში წლის ბოლოს ლარის გაუფასურება ახალი ამბავი არ იყო, თუმცა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა ისევ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამეურნეო თვის მესამე დეკადა დაიწყო. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ ლარის კურსის ვარდნაზე პასუხისმგებლობა მათ არ ეკისრებათ, ანალოგიურად განაცხადა ეროვნული ბანკის წარმომადგენლობამაც. რა არის ლარის კურსის ვარდნის მიზეზი, ამაზე მოკლე კომენტარს გვაწვდის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ დუნდუა:

 

 

კრიზისი დოლარის დეფიციტმა შექმნა და არა ლარის სიჭარბემ. თან დეკემბერში მიუხედავად პანიკის შექმნის მცდელობისა, პანიკა არ მომხდარა და დანაზოგის გადარჩენის მიზნით მასობრივად დოლარის შესყიდვა არ დაფიქსირებულა.  ეროვნული ბანკის სუფთა ამოღებამ ბოლო ორი წლის (2013-2014) განმავლობაში 235 მილიონი დოლარი შეადგინა. წლის ბოლო კვარტალში დოლარზე მოთხოვნა იმპორტის მყისიერი მატების გამო 200 მილიონით იზრდებადა, ბუნებრივია, ზემო თაღნიშნული 235 მილიონი დოლარის დეფიციტი ბაზარმა მკვეთრად იგრძნო. ეროვნული ბანკი კიდევ უფრო შორს წავიდა და დეკემბერ-იანვარში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაზარდა თითქმის 2 მილიარდ 700-მილიონამდე და ეს, ძირითადად, მთავრობის მიერ მოზიდული კრედიტის ხარჯზე გააკეთა, რაც ლარის დევალვაციის პირდაპირი პროვოცირებაა. თუ მთავრობა კრედიტს დოლარში მოიზიდავს, მიმოქვევაში ლარს გაუშვებს, ხოლო მოზიდულ დოლარს ეროვნული ბანკი რეზერვებში ჩაკეტავს, ლარი-დოლარის ბალანსი დაირღვევა და ამას ისეთივე ეფექტიექნება, როგორც ლარის ემისიას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტანდარტით, სისტემა ითვლება მდგრადად, თუ საერთაშორისო რეზერვების მოცულობათვის იმპორტს 3-ჯერ აღემატება. იანვარში, როგორც წესი, იმპორტი მცირდება და ასე, 500 მილიონის დოლარის ფარგლებში მოძრაობს, მარტივი გათვლებითაც ადვილი დასანახია, რომ საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დღესთვის იმპორტს 5-ჯერ აღემატება. ეროვნულ ბანკს თავისუფლად შეუძლია დოლარის გაყიდვა, მაგრამ არ აკეთებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია