დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შსს-ს რეკორდსმენი თანამშრომლები
2015/01/23 12:29:04
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კომპლექსში მსოფლიოს ცამეტგზის რეკორდსმენმა, შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა იოსებ ხუციშვილმა ორ ხელზე, ამოტრიალებული მტევნებით აზიდვაში გინესის რეკორდი დაამყარა. მან ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა და ამოტრიალებული ხელის მტევნებით, 28,2 კილოგრამიანი სიმძიმით, ერთ წუთში 55 აზიდვა შეასრულა.
იოსებ ხუციშვილმა პირველი მსოფლიო რეკორდი აზიდვებსა და ორძელზე აზიდვაში 2010 წელს, ხოლო მეორე რეკორდი - ცალი ხელით აზიდვაში 2013 წელს დაამყარა. მისი სარეკორდო ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით ტარდება.
პოლიციის ლეიტენანტმა ვახტანგ ლუქუნიძემ კი ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) ე.წ. თავისუფალ მიზიდვაში ეროვნული რეკორდი დაამყარა. მან ერთ წუთში 45 აზიდვა შეასრულა. ვახტანგ ლუქუნიძისთვის ეს სარეკორდო ასპარეზობა პირველი იყო, თუმცა იგი წარმატებით ასპარეზობს სპორტის სხვა სახეობაში – არის რაიონული, რეგიონული და ეროვნული ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი, ასევე, საქართველოს ჩემპიონი კარატეში. იგი ამჟამადაც აქტიურად ემზადება კიოკუშინკაი კარატეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (აბსოლუტურ წონით კატეგორიაში) მონაწილეობის მისაღებად.
შსს-ს თანამშრომლების მიერ დამყარებული რეკორდები საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა დააფიქსირეს. სპორტული ღონისძიების მონაწილეებს წარმატება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიულოცეს.
წყარო: http://police.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2565
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია