დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია „STOP C“-ს შეუერთდა
2015/01/21 10:59:37

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და მინისტრ დავით სერგეენკოს გამოწვევას და C ჰეპატიტის აღმოფხვრისკენ მიმართულ საყოველთაო კამპანიას უერთდა.

 

კამპანიის მიზანს დაავადების მკურნალობის ხელმისაწვდომობა და ახალი შემთხვევების აღმოცენების მინიმუმამდე დაყვანა წარმოადგენს. პროცესის ეფექტურობისთვის საზოგადოების, რაც შეიძლება დიდი ნაწილის მობილიზება არის აუცილებელი და შესაბამისად, თითოეული უწყებისა თუ ადამიანის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა იმერთში სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა.

 

2015 წლის მთავარი გამოწვევა მთვრობისთვის საქართველოში C ჰეპატიტის სრული ელიმინაციაა. უპრეცედენტო პროექტის მიზანი არამხოლოდ მედიკამენტების მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობაა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს დაავადების პრევენციას, დაავადებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას.

 

 წყარო: http://imereti.gov.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2075
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია