დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა
2015/01/20 15:09:44

კასპის რაიონის სოფელ ყარაფალაში ზურაბ ვაზაგაშვილი ააფეთქეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ის გარდაცვლილი შვილის საფლავზე იმყოფებოდა. 

 

არსებული ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც იური ვაზაგაშვილმა, შვილის საფლავზე ყვავილები მიიტანა. არსებული ინფორმაციით, საფლავი დანაღმული იყო. 

 

ვაზაგაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით ვრცელდება დამატებითი ინფორმაციაც: იური ვაზაგაშვილის ცხედარი ამ დროისთვის ჯერ კიდევ შვილის საფლავზე არის დასვენებული. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს იწყებენ. საფლავზე შეკრებილები არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა.


როგორც მოსახლეობა ამბობს, იური ვაზაგაშვილი მეზობლის გასვენებაში იყო და იქიდან შვილის საფლავზე მივიდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. 


მეზობლები ძირითადად ორ ვერსიაზე საუბრობენ. პირველი ვერსიის თანახმად, იური ვაზაგაშვილმა შვილის საფლავზე თავი აიფეთქა, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით, საფლავი დანაღმული იყო. 

 

იური ვაზაგაშვილი მისი შვილის მკვლელობის გამოძიებას წლების განმავლობაში ითხოვდა. ამ მოთხოვნით მან არაერთი საპროტესტო აქცია გამართა.

 

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა თბილისის პოლიციის სამმართველოს და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან მისი ინფორმაციით, თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი მისი შვილის მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

 

წყარო: სხთვადასხვა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია