დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცოტნე გამსახურდია: „უკვე თითქმის 7 წელიწადია აღარც კი დავმთვრალვარ“
2015/01/18 11:10:49

როგორ დაამარცხა ცოტნე გამსახურდიამ C ჰეპატიტი

 

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილმა, ცოტნე გამსახურდიამ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ C ჰეპატიტის აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

 

 

„მივესალმები "ცე" ჰეპატიტის საწინააღმდეგო პიარ-აქციას. მიუხედავად სკეპტიკური დამოკიდებულებისა ჩვენში ჩატარებული პიარ-აქციების მიმართ, ამჯერად სიტუაცია იმით განსხვავდება, რომ სახელმწიფომ რეალურად ბევრი გააკეთა ამ ვერაგ დაავადებასთან საბრძოლველად: რამოდენიმეჯერ გაიაფდა პრეპარატები, გაიზარდა მათი ხელმისაწვდომობა, ამაღლდა მისახლეობის ინფორმირების დონე ამ საკითხზე...

 

ამ დაავადებასთან ცხოვრების დიდი გამოცდილება მაქვს. წლების განმავლობაში ვიყავი დაავადებული, ვიცოდი ეს და არაფერს ვაკეთებდი. პირიქით, ყოველმხრივ ზიანს ვაყენებდი საკუთარ ორგანიზმს სხვადასხვა მავნე ნივთიერებებით და მაქვს ამის გაცნობიერების და აღიარების ძალაც (ამიტომაც შევძელი ამ საშინელების დამარცხება). არ ვიცავდი არავითარ რეჟიმს, არ ვუფრთხილდებოდი საკუთარ ჯანმრთელობას. მერე იყო ციხე, მრავალდღიანი შიმშილობები, რაც დაავადებული ღვიძლისთვის კომის ტოლფასია. ასე მივედი პრაქტიკულად ციროზის დასაწყისამდე...

 

ერთი წლის განმავლობაში ვიკეთებდი ინტერფერონს. დიახ, მძიმე პრეპარატია, მაგრამ რომ არ მქონოდა დაავადებასთან გამკლავების ურყევი ნება, ვერც ის მიშველიდა. დიეტა და ჯანსაღი კვება - რეალურ ცხოვრების წესად მექცა. საერთოდ შევცვალე ყველაფერი: უკვე თითქმის 7 წელიწადია აღარც კი დავმთვრალვარ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე. დავანებე თავი სიგარეტს, აბსოლუტურად შორს ვარ ყველანაირი მავნე თუ გამაბრუებელი ნივთიერებებისაგან... დღეს - ბავშვივით ჯანმრთელი ღვიძლი მაქვს.

 

თუ დამიჯერებთ, მხოლოდ ასე შეძლებთ ცხოვრების გაგრძელებას: პირველ რიგში, მენტალურად, საკუთარ თავში უნდა განიკურნო. აქ კარგი ისაა, რომ იცი: მეორე შანსი აღარ გექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერავინ და ვერაფერი გიშველით, იქნება ეს წამალი, დასვენება, მთავრობა თუ ნაცნობ-მეგობრები. დიახ... მხოლოდ თქვენ, თავად - შეგიძლიათ შეაჩეროთ "ცე" ჰეპატიტი!“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2949
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია