დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხარაგაულში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/16 15:09:50

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. კიდევ ერთი ამბულატორიის მშენებლობა იწყება დაბა ხარაგაულში. ჯანდაცვის სამინისტროს მიზანს ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. დაბა ხარაგაულში მცხოვრებ მოსახლეობას გაუმჯობესებული სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ. დაბაში ამ დრომდე არსებული სამედიცინო ცენტრი იმდენად დაზიანებულია, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.


ამბულატორიის მშენებლობითვის ჯანდაცვის სამინისტრო 200 ათას ლარზე მეტს დახარჯავს. გარე კომუნიკაციების მოსაწესრიგებლად კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 00, ხოლო რეგიონული განვითარების ფონდიდან 50 000 ლარი გამოიყოფა.


პირველ ეტაპზე 200 კვ. . ფართობის ამბულატორიის შენობა სენდვიჩ პანელების გამოყენებით აიგება და შიდა კომუნიკაციები მოწესრიგდება. აღნიშნული ეტაპი მარტის ბოლომდე დასრულდება.
მეორე ეტაპზე 700 კვ. . ფართობის მქონე შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდება, რომელიც ამბულატორიის ძირითადი კორპუსი იქნება, ხოლო 200 კვ. . ფართობის მქონე შენობა ლაბორატორიად გადაკეთდება. ახალი სამედიცინო დაწესებულება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს წლის ბოლომდე ექნება.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, ასევე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის პირველი მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი, დაბა ხარაგაულში ამბულატორიის მშენებლობის დაწყების პროცესს დაესწრნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2368
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია