დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვანში სკოლის მშენებლობისთვის 1 279 459 ლარი გამოიყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/16 15:05:07

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანში ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე იოსებაშვილმა მოინახულეს. სოფელში უკვე 22 წელია, რაც სკოლა ყოფილი საკრებულოს შენობაში არის განთავსებული, რომელიც სავავალო მდგომარეობაშია და სასწავლო პროცესისთვის შეუფერებელი ინფრასტრუქტურა აქვს.


ახალი სკოლის მშენებლობისთვის 1 279 459 ლარი არის გამოყოფილი, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,პარმაღი" ახორციელებს. აღნიშნული კომპანია 18 დეკემბრიდან შეუდგა მუშაობას. სამშენებლო სამუშაოები სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. კომპანიის მიერ შემოტანილია საჭირო საამშენებლო მასალები და პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფელ ზედა ვანში ახალი სასწავლო წლისთვის უკვე იქნება თანამედროვე ტიპის სკოლის ახალი ორსართულიანი შენობა, რომელიც დაახლოებით 200 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლით ზედა ვანის მოსზღვრე სოფლების: გადიდისა და ონჯოხეთის მცხოვრებლებიც ისარგებლებენ.


ზედა ვანში სკოლის მშენებლობა ჯერ კიდევ 90 – იან წლებში დაიწყო, თუმცა შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო პროცესი აღარ გაგრძელებულა. მშენებლობ 2012 წლის სექტემბერში განახლდა, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული იყო პროექტიც, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო მშენებლობა მალევე შეჩერდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2501
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია