დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
KEDEC-დან დაწყებული კარიერა
2015/01/16 14:39:24

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) პრაქტიკაზე ორიენტირებულ სასაწავლო პროგრამას სთავაზობს ყველა იმ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს, წარმატებული კარიერა ჰქონდეს.  ყველაზე მთავარი ისაა, რომ ორგანიზაცია კურსდამთავრებულებთან შეხვედრას ტრენინგების დასრულების შემდეგაც არ წყვეტს და მათ კარიერულ განვითარებაზე, სტაჟირებასა და დასაქმებაზე მუდმივად ზრუნავს. ანა ბანძელაძე, რომელმაც  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში  ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სამთვიანი ტრენინგ კურსი წარმატებით გაიარა, ამის კარგი მაგალითია. 

 

ანა ბანძელაძე, ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების ტრენინგ კურსის კურსდამთვარებული: KEDEC-ის შესახებ მეგობრისგან შევიტყვე, ყველაზე მეტად სტაჟირების პროგრამამ დამაინტერესა, რადგან ორგანიზაციები არც თუ ისე ხშირად სთავაზობენ მომხმარებლებს პრაქტიკაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამას.

 

გავეცანი ორგანიზაციის შემოთავაზებულ ტრენინგ კურსებს, ტრენერებს, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების კურსმა დამაინტერესა. კურსმა პირველ რიგში საფუძვლიანი თეორიული ცოდნა მომცა, სტაჟირების პროგრამამ კი თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცების საშუალება. 

 

კურსის დასრულების შემდეგ უძრავი ქონების სააგენტოში _ ბიზნეს კლასი, ბუღალტრის პოზიციაზე გავიარე სტაჟირება, რის შემდეგაც თავად ქუთაისის განათლების განითარების და დასაქმების ცენტრმა შემიწყო ხელი დავსაქმებულიყავი სოციალური საწარმოში „ფარშევანგი“ მთავარ ბუღალტრად.

 

მიხარია, რომ  KEDEC არ წყვეტს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობას და ყოველთვიურად გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ უფასო კონსულტაციებ ტრენერებისგან და მუშაობის პროცესში დაგროვილ შეკითხვებზე მივიღოთ პასუხები. ქუთაისის განათლების განითარების და დასაქმების ცენტრს ვუსურვებ წარმატებას, მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერ და საინტერესო საქმიანობას.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია