დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ტოვებენ ბრენდები საქართველოს?
2015/01/16 11:13:50

ქართულ ბაზარს ტანსაცმლის კიდევ ერთი ბრენდი ტოვებს. საუბარია „მანგოს“ ბრენდის მაღაზიების ქსელზე, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძისა და პეკინის ქუჩებზე იყო წარმოდგენილი.

 

საქართველოში ბრენდის წარმომადგენელ „ნოვო ჯგუფი“ აცხადებენ, რომ საქართველოში მაღაზიების დახურვა ბრენდის სათაო ოფისმა გადაწყვიტა, თუმცა მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

 

რაც შეეხება „ნოვო ჯგუფის“ მართვაში მყოფ კიდევ ერთ მსოფლიო ბრენდ „მექსს“, რომლის სათაო ოფისმა მისი გაკოტრების შესახებ ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ გამოაცხადა, „ნოვო ჯგუფში“ განმარტავენ, რომ ამჟამად მაღაზიაში მხოლოდ სეზონური ფასდაკლება მიმდინარეობს და „მექსი“ ქართული ბაზრის დატოვებას არ აპირებს. 

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქართული ბაზარი უკვე დატოვეს ისეთმა საერთაშორისო ბრენდებმა,როგორებისაა „რივერ აილენდი“ და „დებენჰემსი“. გასული წლის დასაწყისში ადგილობრივი ბაზარი „ტომ ტეილორმაც“ დატოვა. ასევე გასულ წელს დაიხურა „ედრესის“ მართვაში მყოფი ბრენდი „123“. 

 

მარიამ გეგეჭკორი

წყარო: http://commersant.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია