დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთ მრავალშვილიან დედას ქუთაისის მერიისგან 20 000 ლარზე მეტი დახმარება აქვს მიღებული
2015/01/09 15:38:33

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ოფიციალური ფეისბუქგვერდი მრავალშვილიანი დედის, მარინა დახუნდარიძისათვის გასული წლის განმავლობაში გაწეული დახმარების ჩამონათვალს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, მისი ოჯახი ქალაქის თვითმმართველობის მიერ დაწესებული თითქმის ყველა შეღავათითა და მატერიალური კომპენსაციით სარგებლობს (მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა შვილი უკვე სრულწლოვანია). 

 

ინფორმაცია მარინა დახუნდარიძის წლიური შემოსავლების შესახებ  ჟურნალისტებს  მერიის  ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ მიაწოდა:


მარინა დახუნდარიძეს რეკორდულად დიდი რაოდენობის დახმარება აქვს მიღებული!

 

მრავალშვილიან დედას, მარინა დახუნდარიძეს, მრავლაშვილიანი დედების ახლადარჩეულმა წარმომადგენელმა ეკატერინე გამყრელიძემ მერიაში რეკომენდაცია გაუწია და ადგილობრივ ხელისუფლებას მისი დასაქმება სთხოვა. მერიაში უკვე გაითვალისწინეს ეს მიმართვა და მრავალშვილიანი მარინა დახუნდარიძისთვის შეთავაზებული იქნება სამსახური ააიპ სპეციალურ სერვისებშიმთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

 

მარინა დახუნდარიძე მერიის თანამშრომელ იყო მან საკუთარი სურვილისამებრ არ გაიარა გამოცხადებული კონკურსის არცერთი ეტაპი. მას 12 შვილი ჰყავს, ყველა სრულწლოვანი და შრომისუნარიანი. ქუთაისის მერია სთავაზობს მისი ოჯახის წევრებს ისევე, როგორც სხვა ადამინებს, მიიღონ კონკურსში მონაწილეობა და ღირსეულად დასაქმდნენ თვითმმართველობაში.

 

2014 წლის განმავლობაში ქალბატონ მარინა დახუნდარიძეს (ოჯახს არ აქვს სოციალურად დაუცველის ქულა) ქალაქის ბიუჯეტიდან მიღებული აქვს შემდეგი დახმარებები:

 

წლის განმავლობაში ხელფასის და პრემიის სახით აღებული აქვს 6370,98 ლარი 

მარინა დახუნდარიძის ყველა ოჯახის წევრი (15 ადამიანი)სარგებლობს უფასო კვების პროგრამით რაც წელიწადში 7200 ლარს შეადგენს. 

ის და მისი ოჯახის წევრები უფასო მგზავრობის პროგრამით სარგებლობენ რაც წელიწადში 2600 ლარს შეადგენს (720 ბილეთი თვეში)

ის ყოველწლიურად იღებს 1000 ლარს მრაავალშვილიანი ოჯახების დახმარებისპროგრამიდან.

სოციალური ღონისძიებებისპროგრამით: აღებული აქვს 300 ლარი.

იღებს სურსათს აღდგომის და ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით.

სარგებლობს საკურორტო-სარეაბილიტაციო ღონისძიებებით.

მარინა დახუნდარიძეს სარეზერვო ფონდიდან 2014. აღებული აქვს ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით

ასევე 2014 წელს მის შვილს გვანცა გვასალიას სარეზერვო ფონდიდან 2014. აღებული აქვს 200 ლარი. 

• 2014 წელს მატერიალური დახმარება 350 ლარის ოდენობით მარინა დახუნდარიძის ძმასაც აქვს აღებული.

ასევე მარინა დახუნდაიძის ოჯახისწევრები სარგებლობენ მედიკამენტების უზრუნველყოფის“, სამედიცინო დახმარებისპროგრამებით.


2014
წელს საერთო ჯამში ყველა პროგრამიდან გაწეული დახმარებებისა და ხელფასად მიღებული სარგებელი 20000 ლარს აჭარბებს. 


ქუთაისის მერიამ მრავალშვილიანთა პროგრამების დაფინანსება 15000 ლარიდან გასულ წელს 500 000 ლარამდე გაზარდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2360
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია